არჩეულ მასალაზე გადასვლა

პორნოგრაფიის ყურება ჩვევად მექცა

პორნოგრაფიის ყურება ჩვევად მექცა

რა შეგიძლია გააკეთო?

 დაინახე, რა დგას პორნოგრაფიის მიღმა. პორნოგრაფიით სატანა ცდილობს იმის გაუკუღმართებას, რაც იეჰოვამ ღირსეული მიზნისთვის შექმნა. თუ ასეთი კუთხით შეხედავ პორნოგრაფიას, გაგიადვილდება „ბოროტების შეძულება“ (ფსალმუნი 97:10).

 იფიქრე შედეგებზე. პორნოგრაფია ამახინჯებს აზროვნებას. მის თვალში, ვინც ასეთ სცენებს უყურებს, მცირდება ადამიანის ღირსება. ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). მოიყვანე იმის მაგალითი, თუ პორნოგრაფიის ყურების შემთხვევაში რა შეიძლება იქცეს შენთვის უბედურებად.

 თქვი და სიტყვა შეასრულე. „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ — თქვა იობმა, ღვთის ერთგულმა მსახურმა (იობი 31:1). ქვემოთ მოყვანილია შეთანხმების სამი მაგალითი:

  •  არ შევალ ინტერნეტში, როცა ოთახში მარტო ვიქნები.

  •  თუ პორნოგრაფიული საიტი ან გამოსახულება გამოჩნდება, დაუყოვნებლივ დავხურავ ფანჯარას.

  •  თუ ცდუნებას ავყვები და კიდევ ვუყურებ პორნოგრაფიას, აუცილებლად დაველაპარაკები მოწიფულ მეგობარს.

რაც უფრო მეტჯერ შემოგახვევენ ძაფს, მით უფრო გაგიჭირდება მისი გაწყვეტა. რაც მეტად უყურებ პორნოგრაფიას, მით უფრო გაირთულებ მდგომარეობას.

 ილოცე. იეჰოვას მისი ერთი მსახური სთხოვდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37). ღმერთს სურს, რომ გაიმარჯვო ამ ბრძოლაში და თუ ლოცულობ, მაშინ ის აუცილებლად მოგცემს საჭირო ძალებს (ფილიპელები 4:13).

 დაელაპარაკე ვინმეს. სანდო ადამიანთან დალაპარაკება ბევრს დაეხმარა. ამ ჩვევის დასაძლევად ეს მათთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო (იგავები 17:17).

 გახსოვდეს: რამდენჯერაც თვალს მოარიდებ პორნოგრაფიას, იმდენი ნაბიჯით მიუახლოვდები საბოლოო გამარჯვებას. ასეთ მომენტებშიც ილოცე და მადლობა გადაუხადე იეჰოვას იმისათვის, რომ ძალა მოგცა. გახსოვდეს: ყოველთვის, როცა თავს არიდებ პორნოგრაფიას, შენ გულს უხარებ იეჰოვა ღმერთს (იგავები 27:11).