არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე

JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე

„JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“ იეჰოვას მოწმეების ოფიციალური აპლიკაციაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია ვებ-გვერდიდან jw.org ვიდეორგოლების ჩამოტვირთვა ჟესტურ ენაზე, მათი კატეგორიებად დალაგება და ყურება.

ვიდეორგოლების მეშვეობით უყურეთ ბიბლიის ამა თუ იმ მონაკვეთს და სხვა პუბლიკაციებს ჟესტურ ენაზე. ჩამოტვირთეთ ისინი თქვენს მობილურ მოწყობილობაში, რათა მაშინაც კი შეძლოთ ყურება, როცა ინტერნეტში არ იქნებით ჩართული. ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფერადი სურათების გახსნა; გარდა ამისა, მას ექნება მოსახერხებელი სანავიგაციო სისტემა და იქნება მარტივი გამოსაყენებელი.

 

რა არის ახალი?

2022 წლის ოქტომბერი (ვერსია 5)

  • მთავარი გვერდიდან მარტივად არის შესაძლებელი შეხვედრებისთვის განკუთვნილი მასალის, სწავლებაში დამხმარე საშუალებების, სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის ნახვა.

2022 წლის ივლისი (ვერსია 4.6)

  • პუბლიკაციების განყოფილებაში გაუმჯობესდა სარჩევით სარგებლობის ფუნქცია. მაგალითისთვის იხილეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ ფუნქცია.

2022 წლის იანვარი (ვერსია 4.5)

  • დაემატა პუბლიკაციების, ბიბლიური მუხლების და ვიდეოების ბმულის გაზიარების ფუნქცია. მიმღებს შეუძლია ბმული პირდაპირ თავის აპლიკაციაში გახსნას.

  • შესაძლებელია ჩამოტვირთული ვიდეოების გაზიარება.

  • დაემატა დასაკრავ სიაში დამატებული სურათების გადიდების ფუნქცია.

  • შესაძლებელია სიაში ერთდროულად რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს გადატანა.

 

როგორ დავზოგოთ ადგილი ელექტრონულ მოწყობილობაში

გაიგეთ, როგორ გამოიყენოთ საუკეთესოდ ელექტრონული მოწყობილობის მეხსიერება.

მედიაფაილების სიების გამოყენება

მედიაფაილების სიაში შეგიძლიათ დაამატოთ ვიდეოები, მოჭრათ სასურველ ზომაზე და მართოთ სიის პარამეტრები.

კომბინაციები ვიდეოჩანაწერებისთვის

თითების მოძრაობები სენსორულ ეკრანზე ვიდეოჩანაწერის სამართავად

დააყენეთ JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე, თუ ხელი არ მიგიწვდებათ App Store — Windows-ზე

თუ თქვენს Windows-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობაში ოფიციალური app store-დან ვერ აინსტალირებთ აპლიკაციას „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“, მაშინ მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ საინსტალაციო ფაილების მეშვეობით.