არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავიმკვიდროთ მარადიული სიცოცხლე?

როგორ დავიმკვიდროთ მარადიული სიცოცხლე?

ღვთის განზრახვა ნამდვილად არ ყოფილა, ასე გვეცხოვრა. დედამიწა ისეთი ადამიანებით უნდა დასახლებულიყო, რომლებიც შემოქმედს თავიანთ მმართველად აღიარებდნენ, მის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ და მის შესანიშნავ თვისებებს აირეკლავდნენ. ღმერთს სურდა, რომ მათ შეხმატკბილებულად ეცხოვრათ, ჰყოლოდათ ოჯახები, გაეკეთებინათ ახალ-ახალი აღმოჩენები და დედამიწა სამოთხედ ექციათ.

ღმერთი გვპირდება თავდაპირველი განზრახვის შესრულებას

  • „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9).

  • დანიშნულ დროს მოისპობიან „დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18).

  • „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

  • „სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს“ (ესაია 65:22).

როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველური სიტყვები? ღმერთმა თავისი ძე, იესო სრულყოფილი ხელისუფლების მეთაურად დანიშნა, რომელიც ზეციდან იმმართველებს დედამიწაზე. ბიბლია ამ ხელისუფლებას ღვთის სამეფოს უწოდებს (დანიელი 2:44). ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ღმერთი [იესოს] . . . ტახტს მისცემს“ (ლუკა 1:32, 33).

დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ არაერთი სასწაული მოახდინა, რითაც ცხადყო, რომ მისი მმართველობის დროს გაცილებით უკეთესი ცხოვრება გვექნება, ვიდრე დღეს გვაქვს.

რას გააკეთებს იესო თვინიერი ადამიანების სასიკეთოდ

  • იესო კურნავდა ყველანაირ ავადმყოფობას, რითაც აჩვენა, როგორ აღმოფხვრის ნებისმიერ დაავადებას (მათე 9:35).

  • მან დააწყნარა ზღვა და ამგვარად ცხადყო, რომ შეუძლია აკონტროლოს ბუნების ძალები და დაიცვას ადამიანები (მარკოზი 4:36—39).

  • მან ათასები დააპურა, რაც იმაზე მოწმობს, რომ ადამიანებს ყველაფერი ექნებათ საარსებოდ, რაც სჭირდებათ (მარკოზი 6:41—44).

  • მან წყალი ღვინოდ აქცია, რაც იმაზე მოწმობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენც გავიხაროთ სიცოცხლით (იოანე 2:7—11).

რის გაკეთება გმართებთ, რომ თქვენც დაიმკვიდროთ ისეთი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა თავისი მოყვარულებისთვის განიზრახა? როგორც ბიბლიაში წერია, არსებობს „გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“. თქვენ სწორედ ამ გზას უნდა დაადგეთ (მათე 7:14).

სიცოცხლისკენ მიმავალი გზის პოვნა

რა არის სიცოცხლის გზა? აი, რას ამბობს ღმერთი: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17). თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, გაცილებით უკეთესი ცხოვრება გექნებათ.

იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14:6). თუ ვირწმუნებთ იმას, რასაც იესო ასწავლიდა და მივყვებით მის ნაკვალევს, დავუახლოვდებით ღმერთს და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

როგორ ვიპოვოთ სიცოცხლისკენ მიმავალი გზა? დღეს უამრავი რელიგია არსებობს, თუმცა იესომ ჩვენთვის საყურადღებო სიტყვები წარმოთქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21). მან აგრეთვე თქვა: „მათ მათივე ნაყოფით იცნობთ“ (მათე 7:16). ბიბლიის დახმარებით შევძლებთ ჭეშმარიტი რელიგია ცრუ რელიგიისგან გავარჩიოთ (იოანე 17:17).

როგორ დავადგეთ სიცოცხლისკენ მიმავალ გზას? ამისთვის საჭიროა, გავეცნოთ მას, ვინც სიცოცხლე გვიბოძა — გავიგოთ, ვინ არის, რა ჰქვია, როგორი პიროვნებაა, რას აკეთებს ადამიანებისთვის და რას მოელის ჩვენგან. *

ღმერთს მხოლოდ იმისთვის არ შევუქმნივართ, რომ ვიმუშაოთ, ოჯახი შევქმნათ, საკვებზე ვიზრუნოთ, თავი შევიქციოთ და ასე შემდეგ. მას უნდა, რომ გავიცნოთ ის, მისი მეგობრები გავხდეთ, შევასრულოთ მისი ნება და ამგვარად დავუმტკიცოთ ჩვენი სიყვარული. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3).

ღმერთი თქვენ სასიკეთოდ გასწავლით და ამას თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით აკეთებს (ესაია 48:17)

დაადექით მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას!

როცა ჭეშმარიტ ღმერთსა და მის ნორმებს გაეცნობით, გარკვეული ცვლილებების მოხდენა მოგიწევთ. ეს შეიძლება რთული მოგეჩვენოთ. მაგრამ, თუ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზას დაადგებით, ნამდვილად არ ინანებთ! თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ღვთის შესახებ, იეჰოვას მოწმეები უფასოდ შეგასწავლიან ბიბლიას თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. ჩვენთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.isa4310.com.