არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია ქორწინებაზე?

რას ამბობს ბიბლია ქორწინებაზე?

ბიბლია გვპასუხობს:

 ქორწინებას საფუძველი ღმერთმა ჩაუყარა, როცა პირველი მამაკაცი და ქალი შექმნა. ქორწინება განსაკუთრებული კავშირია, რადგან შესაფერის გარემოს ქმნის როგორც წყვილისთვის, ისე მათი შვილებისთვის (დაბადება 1:27, 28; 2:18).

 ღმერთს სურს, დაქორწინებული წყვილები ბედნიერები იყვნენ (იგავები 5:18). ამიტომ ბიბლიის მეშვეობით გვიხსნის, რა არის ამისთვის საჭირო.

ამ სტატიაშია:

 როგორია ღვთის ნორმები ქორწინებასთან დაკავშირებით?

 ღმერთმა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ქორწინება უნდა ყოფილიყო კავშირი ერთ ქალსა და ერთ კაცს შორის (დაბადება 2:24). მისთვის მიუღებელია პოლიგამია, ჰომოსექსუალური ურთიერთობა და რეგისტრაციის გარეშე წყვილის ერთად ცხოვრება (1 კორინთელები 6:9; 1 თესალონიკელები 4:3). თავის მიმდევრებს იესომ მოუწოდა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით ღვთის თავდაპირველი ნორმა გაეთვალისწინებინათ (მარკოზი 10:6—8).

 ღვთისთვის ქორწინება მუდმივი კავშირია. ქორწინების დროს ქალიც და კაციც აღთქმას დებს, რომ უერთგულებენ ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის გვერდით იქნებიან. ღმერთი მოელის, რომ ისინი შეასრულებენ აღთქმულს (მარკოზი 10:9).

 რას ამბობს ბიბლია განცალკევებით ცხოვრებასა და განქორწინებაზე?

 შესაძლოა დროდადრო ცოლ-ქმარს მოუწიოს ცალ-ცალკე ყოფნა, მაგალითად, როცა ერთ-ერთი მეუღლე ვალდებულია, სასწრაფოდ გაემგზავროს ოჯახის წევრების დასახმარებლად. თუმცა, თუ წყვილი ერთმანეთში ვერ რიგდება და ამიტომ უნდათ განცალკევებით ცხოვრება, ღვთისთვის ეს მიუღებელი იქნება. ბიბლია მოუწოდებს ცოლ-ქმარს, რომ ყველანაირად ეცადონ, მოაგვარონ უთანხმოებები (1 კორინთელები 7:10).

 განქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი ღალატია (მათე 19:9). შესაბამისად, თუ ღალატს არ ჰქონია ადგილი და ცოლ-ქმარი მაინც გადაწყვეტს განცალკევებით ცხოვრებას ან გაყრას, ბიბლიის თანახმად, მათ არ ექნებათ უფლება, ვინმესთან ურთიერთობა დაიწყონ ან დაქორწინდნენ (მათე 5:32; 1 კორინთელები 7:11).

 აუცილებელია ქორწინების რეგისტრაცია?

 ღმერთი მოელის ქრისტიანებისგან, რომ დაემორჩილებიან ქორწინებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო კანონებს (ტიტე 3:1). იქ, სადაც სახელმწიფო ამის საშუალებას იძლევა, წყვილმა უნდა დაარეგისტრიროს ქორწინება. ასეთი სახით ისინი ხელისუფლებისადმი მორჩილებასაც ავლენენ და ღვთისადმი პატივისცემასაც იჩენენ, რომლის თვალშიც ქორწინება მუდმივი კავშირია. a

 რა პასუხისმგებლობებს აკისრებს ღმერთი როგორც ცოლებს, ისე ქმრებს?

  •   წყვილის პასუხისმგებლობა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს პატივისცემითა და სიყვარულით უნდა მოეპყროს (ეფესოელები 5:33). მათ უნდა იზრუნონ ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და მოერიდონ ნებისმიერი სახის ორგულობას (1 კორინთელები 7:3; ებრაელები 13:4). თუ მათ შვილები ჰყავთ, მათი აღზრდის პასუხისმგებლობაც ორივემ უნდა გაინაწილოს (იგავები 6:20).

     ბიბლიაში დაწვრილებით არაა იმაზე საუბარი, თუ როგორ გაინაწილებს წყვილი სახლის საქმეებს ან ოჯახის სარჩენად ორივე იმუშავებს თუ მხოლოდ ერთი. ასეთი საკითხები თავად წყვილის გადასაწყვეტია.

  •   ქმრის პასუხისმგებლობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ქმარი ცოლის თავია“ (ეფესოელები 5:23). ეს იმას ნიშნავს, რომ მან უნდა გაუწიოს ოჯახს ხელმძღვანელობა და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც ცოლ-შვილისთვის სასიკეთო აღმოჩნდება.

     ის ყველანაირად უნდა ეცადოს, იზრუნოს მათ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე (1 ტიმოთე 5:8). ქმარი უნდა აფასებდეს მეუღლეს და გადაწყვეტილებების მიღების დროს ითვალისწინებდეს მის შეხედულებებსა და გრძნობებს (იგავები 31:11, 28). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი და უხეშად არ უნდა მოექცეს მას (კოლოსელები 3:19).

  •   ცოლის პასუხისმგებლობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). ღმერთს სიამოვნებს, როცა ხედავს, რომ ცოლი ღირსეულად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას ქმრის წინაშე.

     ცოლის პასუხისმგებლობაა, მხარში ამოუდგეს ქმარს, დაეხმაროს გადაწყვეტილებების მიღების დროს და მხარი დაუჭიროს როგორც ოჯახის მეთაურს (დაბადება 2:18). ბიბლია დადებით შუქში წარმოაჩენს ცოლს, რომელიც ღირსეულად ასრულებს თავის როლს ოჯახში (იგავები 31:10).

 ითხოვს ღმერთი დაქორწინებულებისგან შვილების ყოლას?

 არა. მართალია, წარსულში ღმერთმა ზოგ თავის თაყვანისმცემელს მითითება მისცა, რომ შვილები გაეჩინათ, მაგრამ ეს მითითება ქრისტიანებზე არ ვრცელდება (დაბადება 1:28; 9:1). იესოს არ უთქვამს, რომ მის მიმდევრებს შვილები უნდა ჰყავდეთ. მსგავსი მითითება არც პირველ საუკუნეში მცხოვრებ იესოს სხვა მოწაფეებს მიუციათ წყვილებისთვის. ცოლ-ქმარმა თავად უნდა გადაწყვიტოს, იყოლიებენ თუ არა შვილებს.

 როგორ გვეხმარება ბიბლია, რომ მტკიცე ოჯახი გვქონდეს?

 ბიბლიური პრინციპები ეხმარება წყვილებს, განამტკიცონ ოჯახური კვანძები და მოაგვარონ პრობლემები ან ზოგიერთი საერთოდ აირიდონ თავიდან.

 ბიბლიური პრინციპები ცოლ-ქმარს დაეხმარება,..

a გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია ტომობრივ ქორწინებაზე. იხილეთ 2006 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21, აბზ. 12.