იაკობის წერილი 1:1—27

  • მისალმება (1).

  • ბედნიერია, ვინც ითმენს (2—15).

    • „გამონაცადი რწმენა“ (3).

    • რწმენით ითხოვეთ (5—8).

    • სურვილი შობს ცოდვასა და სიკვდილს (14, 15).

  • ყოველი კარგი ძღვენი ზემოდანაა (16—18).

  • სიტყვის მომსმენნი და შემსრულებელნი (19—25).

    • „კაცი, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება“ (23, 24).

  • „წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა“ (26, 27).

1  იაკობი,+ ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მონა, მიმოფანტულ 12 ტომს: მოგესალმებით!  ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით,+  რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ;+  მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი და ყოველმხრივ ბრალდაუდებელნი, და არაფერი გაკლდეთ.+  თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს,+ რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს,+ და მიეცემა,+  ოღონდ რწმენით სთხოვოს,+ ყოველგვარი ეჭვის გარეშე,+ რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარი რომ აიტაცებს და აქეთ-იქით დააქროლებს.  ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ იეჰოვასგან* რაიმეს მიიღებს.  ასეთი კაცი მერყევია,+ არამტკიცეა ყველა საქმეში.  ღარიბმა ძმამ იმით იხაროს, რომ ამაღლდა,+ 10  მდიდარმა ძმამ კი იმით, რომ დამდაბლდა,+ რადგან მდიდარი კაცი მინდვრის ყვავილივით გაქრება. 11  მზე რომ ამოდის და თავისი მცხუნვარებით ახმობს მცენარეს, ყვავილი სცვივა მას და სილამაზე ეკარგება. მდიდარიც ასე გაქრება თავის სიმდიდრესთან ერთად.+ 12  ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს,+ რადგან იეჰოვას* მოწონებას დაიმსახურებს და სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს,+ რომელსაც იგი თავის მოყვარულებს დაჰპირდა.+ 13  განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო; შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის. 14  თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას.+ 15  სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს.+ 16  ჩემო საყვარელო ძმებო, ნუ მოტყუვდებით! 17  ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდან,+ ციურ მნათობთა მამისგანაა,+ რომელიც ცვალებად ჩრდილს არ ჰგავს.+ 18  მან თავისი სურვილისამებრ ჭეშმარიტების სიტყვით გვშვა,+ რათა მის ქმნილებათა შორის ერთ-ერთი პირველი ნაყოფი ვყოფილიყავით.+ 19  ჩემო საყვარელო ძმებო, გახსოვდეთ: თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას+ ან გაბრაზებას,+ 20  რადგან კაცის რისხვა ხელს უშლის ღვთის სიმართლეს.+ 21  ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტება,+ და თავმდაბლად მიიღეთ სიტყვა, რომელსაც ღმერთი თქვენში ნერგავს და რომელსაც თქვენი ხსნა შეუძლია. 22  იყავით სიტყვის შემსრულებელნი+ და არა მხოლოდ მომსმენნი, თავს რომ იტყუებენ მცდარი აზროვნებით. 23  ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ არ ასრულებს,+ ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. 24  უყურებს თავის თავს, თუმცა მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება, როგორია. 25  მაგრამ ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს+ და ემორჩილება, საქმის შემსრულებელი ხდება და არა გულმავიწყი მსმენელი; იგი ბედნიერი იქნება.+ 26  ვისაც თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს,+ თავს იტყუებს და მისი თაყვანისცემა ფუჭია. 27  ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს+ გასაჭირში+ და თავი დავიცვათ უწმინდური ქვეყნიერებისგან.+

სქოლიოები