ეკლესიასტე 4:1—16

  • ჩაგვრა სიკვდილზე უარესია (1—3).

  • გაწონასწორებული შეხედულება სამუშაოზე (4—6).

  • მეგობრის ფასი (7—12).

    • „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას“ (9).

  • მეფის ცხოვრების ამაოება (13—16).

4  კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, როგორ ჩაგრავენ ხალხს ამ ცისქვეშეთში; ვიხილე ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი.+ ძალაუფლება მჩაგვრელებს ჰქონდათ, ხალხს კი არ ჰყავდა ნუგეშისმცემელი.  ცოცხლებზე ბედნიერებად მკვდრები მივიჩნიე;+  ორივეზე უკეთესად კი ის არის, ვინც ჯერ არ დაბადებულა+ და არ უნახავს ის უბედურება, რაც ამ ცისქვეშეთში ხდება.+  ვიხილე, რომ ადამიანთა სიბეჯითისა და სიმარჯვის მიღმა მეტოქეობა დგას;+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.  უგუნური გულხელდაკრეფილია და თავს ინადგურებს.+  ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას.+  დავფიქრდი, კიდევ რა არის ამაოება ამ ცისქვეშეთში:  არის მარტოხელა კაცი, რომელსაც არავინ არ ჰყავს, არც შვილი და არც ძმა, მაგრამ ბოლო არ უჩანს მის გარჯას. მისი თვალი სიმდიდრით ვერ ძღება+ და კითხვასაც არ უსვამს საკუთარ თავს, ნეტა ვისთვის ვირჯები და რატომ ვიკლებ სიამოვნებასო.+ ესეც ამაოებაა და მწუხარების მომტანია.+  ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას,+ რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ. 10  თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს. მაგრამ რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცემა და წამომყენებელი არ ეყოლება?! 11  თუ ორნი ერთად დაწვებიან, გათბებიან, მაგრამ ერთი როგორ გათბება?! 12  ერთს თუ მოერევა ვინმე, ორნი ხომ გაუმკლავდებიან მას! ადვილად არ გაწყდება სამმაგი ძაფი. 13  ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს,+ რომელიც გაფრთხილებას აღარაფრად აგდებს.+ 14  ის* საპყრობილიდან იმიტომ გამოვიდა, რომ გამეფებულიყო,+ მიუხედავად იმისა, რომ იმ მეფის დროს სიღარიბეში იყო დაბადებული.+ 15  დავფიქრდი მათზე, ვინც ამ ცისქვეშეთში ცხოვრობს; იმაზეც დავფიქრდი, თუ როგორ მისდის საქმე ახალგაზრდას, რომელიც მეფის ადგილს იკავებს. 16  მის მომხრეებს ბოლო არ უჩანთ, მაგრამ მოვა ხალხი, რომელიც მისით უკმაყოფილო იქნება;+ ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს ბრძენი ყმაწვილი.