თავი 3
რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
-
რა აქვს ღმერთს განზრახული კაცობრიობისთვის?
-
რამ შეუშალა ღმერთს ხელი თავისი განზრახვის განხორციელებაში?
-
როგორი ცხოვრება იქნება მომავალში დედამიწაზე?
1. როგორი მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწას შესანიშნავი მომავალი ელის. იეჰოვას სურს, რომ მთელ დედამიწაზე ბედნიერი და საღ-სალამათი ადამიანები ცხოვრობდნენ. ბიბლია ამბობს: „გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში“ და „მიწიდან აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი“. როდესაც ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი, ადამი და ევა, შექმნა, ისინი ასეთ ლამაზ გარემოში დაასახლა და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28; 2:8, 9, 15). ასე რომ, ღმერთს სურდა, ადამიანები გამრავლებულიყვნენ, თანდათანობით მთელი დედამიწა სამოთხედ ექციათ და ცხოველებისთვის მოევლოთ.
2. ა) საიდან ვიცით, რომ შესრულდება ის, რაც ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით აქვს განზრახული? ბ) ვინ იცხოვრებს ღვთის განზრახვის თანახმად დედამიწაზე მარადიულად?
2 როგორ ფიქრობ, განხორციელდება ოდესმე იეჰოვა ღმერთის განზრახვა და იცხოვრებენ ადამიანები სამოთხეში? ღმერთი ამბობს: „მე ვთქვი . . . და გავაკეთებ“ (ესაია 46:9—11; 55:11). დიახ, ღმერთი თავის განზრახვას უეჭველად შეასრულებს! ის ამბობს, რომ დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). როგორი ადამიანების დასასახლებლად შექმნა ღმერთმა დედამიწა? ღვთის განზრახვის თანახმად, რამდენ ხანს უნდა ეცხოვრათ მათ? ბიბლია გვპასუხობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29; გამოცხადება 21:3, 4).
3. რა სამწუხარო მდგომარეობაა ამჟამად დედამიწაზე, და რა კითხვები წამოიჭრება?
3 აშკარაა, რომ ღვთის განზრახვა ჯერ არ შესრულებულა. ადამიანები ავად ხდებიან და კვდებიან, ომობენ და ერთმანეთს ხოცავენ. რაღაც უნდა იყოს ამის მიზეზი. ღმერთს ნამდვილად არ სურდა, რომ დედამიწა ისეთი ყოფილიყო, როგორსაც დღეს ვხედავთ! რა მოხდა? რატომ არ შესრულდა ღვთის განზრახვა? ამას ადამიანის მიერ დაწერილი ვერც ერთი ისტორიული წიგნი ვერ აგვიხსნის, რადგან ამ ყველაფერში ბრალი ერთ სულიერ ქმნილებას მიუძღვის.
ღმერთს მოწინააღმდეგე გაუჩნდა
4, 5. ა) ვინ ელაპარაკა ევას გველის მეშვეობით? ბ) როგორ შეიძლება ერთ დროს წესიერი და პატიოსანი ადამიანი ქურდი გახდეს?
4 ბიბლიის პირველი წიგნი მოგვითხრობს ღვთის მოწინააღმდეგის შესახებ, რომელიც მას ედემის ბაღში დაუპირისპირდა. ეს მოწინააღმდეგე „გველად“ არის მოხსენიებული, თუმცა უბრალოდ ქვეწარმავალი როდი იყო. ბიბლიის ბოლო წიგნში მას ეწოდება „ეშმაკი და სატანა . . . რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. იგი „ძველ გველადაც“ არის მოხსენიებული (დაბადება 3:1; გამოცხადება 12:9). ამ ძლიერმა ანგელოზმა, ანუ უხილავმა სულიერმა ქმნილებამ, ევასთან სალაპარაკოდ გველი გამოიყენა, ისევე როგორც დახელოვნებული მსახიობი იყენებს თოჯინას და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თვითონ კი არა, თოჯინა ლაპარაკობს. უეჭველია, ეს სულიერი ქმნილება უკვე არსებობდა მაშინ, როდესაც ღმერთი ადამიანებისთვის დედამიწას ამზადებდა (იობი 38:4, 7).
5 ყოველივე, რაც იეჰოვამ შექმნა, სრულყოფილია. მაშ, საიდან გაჩნდა სატანა ეშმაკი? მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის ერთ-ერთმა სულიერმა ძემ საკუთარი თავი თვითონვე იქცია ეშმაკად. როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ მომხდარიყო? მაგალითად, ერთ დროს წესიერი და პატიოსანი ადამიანი შეიძლება ქურდი გახდეს. იაკობის 1:13—15).
როგორ ხდება ეს? თავიდან მას შეიძლება არასწორი სურვილი გაუჩნდეს. თუ ის განაგრძობს ამაზე ფიქრს, სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერდება. შემდეგ კი, თუ საშუალება მიეცემა, თავისი არასწორი სურვილი შეიძლება განახორციელოს კიდეც (წაიკითხეთ6. როგორ გახდა ღვთის ერთი სულიერი ძე სატანა ეშმაკი?
6 ასე მოხდა სატანა ეშმაკის შემთხვევაშიც. მას ნამდვილად ეცოდინებოდა, რომ ღმერთმა ადამსა და ევას უთხრა, გამრავლებულიყვნენ და მათი შთამომავლობა მთელ დედამიწაზე დასახლებულიყო (დაბადება 1:27, 28). სატანა, როგორც ჩანს, ფიქრობდა: „ამ ადამიანებმა ხომ შეიძლება თაყვანი მე მცენ და არა ღმერთს?!“. ასე განუვითარდა მას არასწორი სურვილი. საბოლოოდ, მან ევას სიცრუე უთხრა ღვთის შესახებ და შეცდომაში შეიყვანა (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5). ამგვარად ის გახდა „ეშმაკი“, რაც ნიშნავს „ცილისმწამებელს“. იგი ამავდროულად გახდა „სატანა“, რაც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“.
7. ა) რატომ დაიხოცნენ ადამი და ევა? ბ) რატომ ბერდება და კვდება ადამის ყველა შთამომავალი?
7 სიცრუითა და მზაკვრობით სატანამ ადამსა და ევას ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა (დაბადება 2:17; 3:6). დაუმორჩილებლობამ მათ სწორედ ის მოუტანა, რის შესახებაც გაფრთხილებულნი იყვნენ ღვთის მიერ — საბოლოოდ, ისინი დაიხოცნენ (დაბადება 3:17—19). როდესაც ადამმა შესცოდა, ის არასრულყოფილი გახდა. ამიტომ ყველა მისი შთამომავალი ცოდვილია (წაიკითხეთ რომაელების 5:12). მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ყალიბი, რომელშიც პურს აცხობენ. თუ ყალიბს დეფექტი აქვს, როგორი იქნება მასში გამომცხვარი პურები? ყალიბის დეფექტი ყველა პურს დაეტყობა. მსგავსად ამისა, ადამისგან მემკვიდრეობით თითოეულ ადამიანს გადაეცა „დეფექტი“ ანუ არასრულყოფილება. ამიტომ ყველა ბერდება და კვდება (რომაელები 3:23).
8, 9. ა) ფაქტობრივად, რაში დასდო ბრალი სატანამ ღმერთს? ბ) რატომ არ გაანადგურა მაშინვე ღმერთმა მოწინააღმდეგეები?
8 როდესაც სატანამ ადამსა და ევას ცოდვის ჩადენისკენ უბიძგა, ის ღვთის წინააღმდეგ ამბოხებას ჩაუდგა სათავეში. სატანამ
ეჭვი შეიტანა ღვთის სამათლიან მმართველობაში. ფაქტობრივად, მან თქვა: „ღმერთი ცუდი მმართველია. ის სიცრუეს ლაპარაკობს და თავის ქვეშევრდომებს ყოველივე კარგს უმალავს. ადამიანებისთვის საერთოდ არ არის საჭირო, რომ ღმერთი იყოს მათი მმართველი. მათ შეუძლიათ თვითონვე გადაწყვიტონ, რა არის სიკეთე და რა — ბოროტება. ისინი უკეთესად იცხოვრებენ, თუ მათი მმართველი მე ვიქნები“. როგორ რეაგირებას მოახდენდა ღმერთი ასეთ შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე? ზოგის აზრით, ღმერთს თავისი მოწინააღმდეგეები უბრალოდ უნდა დაეხოცა. მაგრამ გაეცემოდა ამით პასუხი სატანის ბრალდებებს? იქნებოდა ეს იმის დამამტკიცებელი, რომ ღვთის მმართველობა უნაკლოა?9 იეჰოვა სრულყოფილად ავლენს სამართლიანობას და ამის გამო მან მაშინვე არ გაანადგურა მოწინააღმდეგეები. დრო იყო საჭირო სატანის ბრალდებებზე ამომწურავი პასუხის გასაცემად და მისი სიცრუის გამოსააშკარავებლად. ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა, საშუალება მიეცა ადამიანებისთვის, განსაზღვრული დროის განმავლობაში თვითონ ემართათ საკუთარი თავი და სატანის გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ. მე-11 თავში განხილული იქნება, თუ რატომ აირჩია იეჰოვამ ასეთი გზა და რატომ უშვებს, რომ ასე დიდი დრო გავიდეს ამ საკითხის მოგვარებამდე. ახლა კი დავფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე: სწორად მოიქცნენ ადამი და ევა, სატანის სიტყვები რომ ირწმუნეს? სატანას ხომ მანამდე მათთვის არაფერი კარგი არ ჰქონდა გაკეთებული? განა შეიძლებოდა იმის დაჯერება, რომ იეჰოვა, რომელმაც მათ ყველაფერი მისცა, მატყუარა იყო? შენ როგორ მოიქცეოდი?
10. როგორ შეგიძლია დაიკავო იეჰოვას მხარე და პასუხი გასცე სატანის ბრალდებებს?
10 კარგი იქნება, დავფიქრდეთ ამ კითხვებზე, რადგან მსგავსი საკითხების წინაშე თითოეული ჩვენგანი დგას. დიახ, შენ გაქვს შესაძლებლობა, იეჰოვას მხარე დაიკავო და პასუხი გასცე სატანის ბრალდებებს. შენ შეგიძლია ცხადყო, რომ იეჰოვაა შენი მმართველი, ხოლო სატანა მატყუარაა (ფსალმუნი 73:28; წაიკითხეთ იგავების 27:11). სამწუხაროდ, მსოფლიოში მილიარდობით ადამიანიდან არცთუ ისე ბევრი აკეთებს ასეთ არჩევანს. ასე რომ, წამოიჭრება მნიშვნელოვანი კითხვა: ნამდვილად გვასწავლის ბიბლია, რომ სატანა მართავს ამ ქვეყნიერებას?
ვინ მართავს ამ ქვეყნიერებას?
11, 12. ა) როგორ ცხადყოფს იესოს შესაცდენად გამიზნული სატანის წინადადება, რომ ის ქვეყნიერების მმართველია? ბ) კიდევ რა ამტკიცებს, რომ სატანაა ქვეყნიერების მმართველი?
11 იესოს არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ, რომ ქვეყნიერების მათე 4:8, 9; ლუკა 4:5, 6). დაფიქრდი: იქნებოდა ეს იესოსთვის საცდური, სატანა რომ ამ სამეფოების მმართველი არ ყოფილიყო? იესოს არ უარყვია, რომ მსოფლიოს ყველა სამეფო სატანას ეკუთვნოდა. იესო ნამდვილად უარყოფდა ამას, სატანას ასეთი ძალაუფლება რომ არ ჰქონოდა.
მმართველი სატანაა. ერთხელ სატანამ მას სასწაულებრივი სახით აჩვენა „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“. შემდეგ ის იესოს დაჰპირდა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“ (12 რა თქმა უნდა, იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთი და ჩვენი საოცარი სამყაროს შემოქმედია (გამოცხადება 4:11). მაგრამ ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მსოფლიოს მმართველი იეჰოვა ღმერთი ან იესო ქრისტეა. იესომ სატანას უწოდა „ამ ქვეყნიერების მმართველი“ (იოანე 12:31; 14:30; 16:11). ბიბლია სატანა ეშმაკს „ამ ქვეყნიერების ღმერთსაც“ კი უწოდებს (2 კორინთელები 4:3, 4). ღვთის ამ მოწინააღმდეგესთან, ანუ სატანასთან, დაკავშირებით მოციქულმა იოანემ დაწერა: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19).
როგორ მოეღება ბოლო სატანის ქვეყნიერებას?
13. რატომ გვჭირდება ახალი ქვეყნიერება?
13 რაც დრო გადის, მსოფლიოში ცხოვრება უფრო და უფრო სახიფათო ხდება. სადაც არ უნდა გაიხედო, თითქმის ყველგან დამნაშავეობაა; ბევრ ადგილას შეიარაღებული კონფლიქტი მძვინვარებს; ადამიანები კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლების გამო იტანჯებიან. საერთო მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. ბიბლია გვეუბნება, რომ მოახლოებულია დრო, როდესაც ღმერთი არმაგედონის ომში ბოლოს მოუღებს ბოროტ ქვეყნიერებას. დღევანდელ მსოფლიოს შეცვლის ახალი ქვეყნიერება, სადაც სამართლიანობა იქნება გამეფებული (გამოცხადება 16:14—16).
14. ვინ აირჩია ღმერთმა თავისი სამეფოს მმართველად, და როგორ იყო ამის შესახებ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები?
14 იეჰოვა ღმერთმა თავისი ზეციერი სამეფოს, ანუ ხელისუფლების, ესაია 9:6, 7). ამ სამეფოს შესახებ იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). მოგვიანებით ამ წიგნიდან გავიგებთ, რომ ღვთის სამეფო მალე ბოლოს მოუღებს დედამიწაზე ყველა მთავრობას და მათ ადგილს დაიკავებს (წაიკითხეთ დანიელის 2:44). შემდეგ ღვთის სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.
მმართველად იესო ქრისტე აირჩია. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება“ (ახალი ქვეყნიერება ახლოსაა!
15. რა არის „ახალი დედამიწა“?
15 ბიბლია გვეუბნება: „ჩვენ მისი [ღვთის] დაპირებისამებრ, ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13; ესაია 65:17). როცა ბიბლიაში „დედამიწაა“ მოხსენიებული, ზოგჯერ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი იგულისხმება (დაბადება 11:1). აქედან გამომდინარე, „ახალ დედამიწაში“ იგულისხმება ხალხი, რომელსაც ღმერთი იწონებს.
16. რა ფასდაუდებელ ძღვენს ჰპირდება ღმერთი თავის მოყვარულთ, და როგორ შეგვიძლია მისი მიღება?
16 იესო გვპირდება, რომ მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში ისინი, ვისაც ღმერთი იწონებს, „მარადიულ სიცოცხლეს“ მიიღებენ (მარკოზი 10:30). წაიკითხე ბიბლიაში იოანეს 3:16 და 17:3 და ყურადღება მიაქციე იესოს სიტყვებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ახლა შევეხოთ იმას, თუ როგორი ცხოვრება ელის მათ, ვინც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის ძღვენს მიიღებს.
17, 18. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ დედამიწაზე ყველგან მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს?
17 ბოროტება, ომები, დამნაშავეობა და ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება. „აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ ფსალმუნი 37:10, 11). ყველგან მშვიდობა დამყარდება, რადგან ღმერთი „წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9; ესაია 2:4). იმ დღეებში „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ — ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშვიდობა მარადიულად იქნება (ფსალმუნი 72:7).
დედამიწას“ (18 იეჰოვას თაყვანისმცემლები უსაფრთხოდ იცხოვრებენ. ბიბლიურ დროში, როდესაც ისრაელები ღმერთს ემორჩილებოდნენ, უსაფრთხოდ ცხოვრობდნენ (ლევიანები 25:18, 19). რა შესანიშნავია, რომ სამოთხეშიც უსაფრთხოდ იცხოვრებენ ღვთის ერთგულნი! (წაიკითხეთ ესაიას 32:18; მიქა 4:4).
19. საიდან ვიცით, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საკვები უხვად იქნება?
19 საკვების უკმარისობა აღარ იქნება. ფსალმუნებში ნათქვამია: „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16). იეჰოვა ღმერთი აკურთხებს მართალ ადამიანებს. ბიბლია ამბობს: „დედამიწა მოგვცემს თავის ნაყოფს“ (ფსალმუნი 67:6).
20. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა?
20 მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ლამაზი სახლები და ბაღები დაამშვენებს იმ ადგილებს, რომლებიც ერთ დროს ცოდვილი ადამიანების ხელით იყო გაპარტახებული (წაიკითხეთ ესაიას 65:21—24; გამოცხადება 11:18). დროთა განმავლობაში მთელი დედამიწა ისეთივე ლამაზი და ნაყოფიერი გახდება, როგორიც ედემის ბაღი იყო. ღვთის შესახებ ნათქვამია: „შლი შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“ (ფსალმუნი 145:16).
21. საიდან ვიცით, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის მშვიდობა იქნება?
21 ადამიანები და ცხოველები ერთმანეთს საფრთხეს არ შეუქმნიან. გარეული და შინაური ცხოველები ერთმანეთის გვერდით იქნებიან. პატარა ბავშვსაც კი არ შეეშინდება იმ ცხოველების, რომლებიც დღეს საშიშნი არიან (წაიკითხეთ ესაიას 11:6—9; 65:25).
22. რა დაემართება ავადმყოფობას?
22 ავადმყოფობა აღარ იარსებებს. იესო, ღვთის ზეციერი მათე 9:35; მარკოზი 1:40—42; იოანე 5:5—9). იმ დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24; 35:5, 6).
სამეფოს მმართველი, იზრუნებს იმაზე, რომ ავადმყოფები განიკურნონ. ხალხის განკურნება გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე მაშინ, როცა იგი დედამიწაზე იყო (23. რატომ მოგვიტანს დიდ სიხარულს გარდაცვლილთა აღდგომა?
23 გარდაცვლილები აღდგებიან და იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ არასოდეს დაიღუპონ. ყველა გარდაცვლილი, ვინც ღვთის მეხსიერებაშია, სიცოცხლეს დაუბრუნდება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15; წაიკითხეთ იოანეს 5:28, 29).
24. რა გრძნობები გეუფლება, როცა ფიქრობ დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებაზე?
24 ბრწყინვალე მომავალი ელით მათ, ვინც ეცნობა ჩვენს დიდებულ შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, და ემსახურება მას! იესო სწორედ სამოთხედქცეულ დედამიწას გულისხმობდა, როცა სიკვდილის წინ მის გვერდზე მყოფ მომაკვდავ ბოროტმოქმედს დაჰპირდა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტი გავიგოთ იესო ქრისტეს შესახებ, ვისი მეშვეობითაც განხორციელდება ეს ყოველივე.