ესაია 11:1—16

  • იესეს ძირკვიდან ამოსული ყლორტის სამართლიანი მმართველობა (1—10).

    • „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს“ (6).

    • „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (9).

  • დარჩენილთა შეკრება (11—16).

11  ამოვა ყლორტი+ იესეს+ ძირკვიდანდა მისი ფესვის ამონაყარი+ ნაყოფს გამოიღებს.   მასზე დაივანებს იეჰოვას სული,+სიბრძნისა+ და გონიერების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული,+ ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული.   სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში.+ შესახედაობით არ გაასამართლებს,არც მოსმენილით შეაგონებს.+   სამართლიანად გაასამართლებს საწყლებსდა სიმართლით შეაგონებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის. დაჰკრავს დედამიწას თავისი პირიდან გამოსულ კვერთხს,+თავისი ბაგეთა ამონასუნთქით დახოცავს ბოროტებს.+   წელი სამართლიანობით ექნება შემოსარტყლულიდა თეძო — ერთგულებით.+   მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს+და ჯიქი* თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან*+ და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ.   ძროხა და დათვი ერთად მოძოვენდა მათი ნაშიერები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან; ლომიც კი ხარივით შეჭამს ჩალას.+   ძუძუთა ბავშვი კობრას ხვრელთან ითამაშებს,ძუძუს მოწყვეტილი ბავშვი შხამიანი გველის სოროს დააფარებს ხელს.   ზიანს აღარავის მიაყენებენ+და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე,+რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება,როგორც ზღვაა წყლით სავსე.+ 10  იმ დღეს იესეს+ ფესვი ნიშნად იდგება ხალხებისთვის.+ ყველა ხალხი მას მიმართავს ხელმძღვანელობისთვის+და დიდებული იქნება მისი მოსასვენებელი ადგილი. 11  იმ დღეს იეჰოვა მეორედ გაიწვდის ხელს, რათა შეკრიბოს თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან,+ ეგვიპტიდან,+ ფათროსიდან,+ ქუშიდან,+ ელამიდან,+ შინარიდან*, ხამათიდან და ზღვის კუნძულებიდან.+ 12  ის ნიშანს აღუმართავს ერებს და შეკრებს გაფანტულ ისრაელებს,+ გაფანტულ იუდეველებსაც შეკრებს დედამიწის ოთხივე კიდიდან.+ 13  გაქრება ეფრემის შური+და მოისპობიან იუდას მიმართ მტრულად განწყობილნი. ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი,აღარც იუდა უმტრობს ეფრემს.+ 14  დააცხრებიან ფილისტიმის ფერდობებს დასავლეთში;ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ხალხს. ედომსა+ და მოაბს+ მოუღერებენ ხელსდა მათ დაემორჩილებიან ამონელები.+ 15  იეჰოვა გაყოფს* ეგვიპტის ზღვის ყურეს+და ხელს მოუქნევს მდინარეს*;+ თავისი მწველი ამონასუნთქით დაჰკრავს მის შვიდ ნაკადს* და ხალხს სანდლებით გაატარებს; 16  გზას+ გაკვალავს ასურეთიდან თავისი ხალხიდან დარჩენილთათვის+ ისე,როგორც ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის დღეს.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ხბო და ლომი ერთად შეჭამენ“.
იგივე ლეოპარდი.
იგივე ბაბილონეთი.
ან შესაძლოა: „დააშრობს“.
იგულისხმება ევფრატი.
ან შესაძლოა: „დაყოფს მას შვიდ ნაკადად“.