ესაია 28:1—29

  • ვაი ეფრემის ლოთებს (1—6).

  • იუდას მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს გზა ერევათ (7—13).

  • სიკვდილთან დადებული შეთანხმება (14—22).

    • სიონის ძვირფასი ქვაკუთხედი (16).

    • იეჰოვას უჩვეულო საქმე (21).

  • ხატოვანი ენით აღწერილი იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები (23—29).

28  ვაი ეფრემის ლოთების საამაყო გვირგვინს*,+მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დამთვრალთა ნაყოფიერი ველის თავსამკაულს!   აი, იეჰოვა გზავნის ვიღაც ძლიერსა და ღონიერს. როგორც ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად, როგორც გამანადგურებელი ქარიშხალი,როგორც ჭექა-ქუხილი წამლეკავ ნიაღვართან ერთად,ისე დაანარცხებს ის ამ გვირგვინს მიწაზე.   ეფრემის ლოთების საამაყო გვირგვინები ფეხით გაითელება.+   მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი,ნაყოფიერი ველის თავსამკაული, ზაფხულამდე შემოსულ საადრეო ლეღვს დაემსგავსება, რომელსაც მნახველი ნახვისთანავე წყვეტს და ჭამს.  იმ დღეს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იქცევა მშვენიერ გვირგვინად და ლამაზ ყვავილწნულად თავისი ხალხიდან დარჩენილთათვის.+  ის სამართლიანობის სულად იქცევა მისთვის, ვინც სასამართლოში ასამართლებს, და ძლევამოსილების წყაროდ მათთვის, ვინც კარიბჭიდან უკუაგდებს მტერს.+   ამათაც გზა ერევათ ღვინისგან;ბარბაცებენ სასმლისგან. მღვდელსა და წინასწარმეტყველს გზა ერევათ მათრობელი სასმლისგან,გონებას ურევს მათ ღვინო;ბარბაცებენ სასმლისგან.თავიანთი ხილვები გზა-კვალს ურევს მათ,უჭირთ სამართლის გაჩენა.+   მაგიდები ზიზღის მომგვრელი ნარწყევით არის სავსე,სუფთა ადგილი არ დარჩენილა.   ვის უნდა მისცეს ცოდნადა ვის უნდა გააგებინოს მოსმენილი? მას, ვინც ეს-ესაა რძეს მოაშორეს,ვინც ეს-ესაა ძუძუს მოსწყვიტეს?! 10  რადგან ეს არის „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე,ლარი ლარზე, ლარი ლარზე,+ცოტა აქ, ცოტა იქ“. 11  ენაბლუების პირითა და უცხო ენით დაელაპარაკება ამ ხალხს,+ 12  რომლისთვისაც ნათქვამი აქვს: „ეს არის მოსასვენებელი ადგილი. დაასვენეთ დაქანცული; ეს არის შვების მომგვრელი ადგილი“, მაგრამ მათ არ ისურვეს მოსმენა.+ 13  გახდება იეჰოვას ნათქვამი მათთვის: „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე,ლარი ლარზე, ლარი ლარზე,+ ცოტა აქ, ცოტა იქ“, ამიტომ, როცა წავლენ,წაფორხილდებიან, ზურგზე დაეცემიან,დაიმტვრევიან, მახეში გაებმებიან და ტყვედ ჩაცვივდებიან.+ 14  ამიტომ ისმინეთ იეჰოვას ნათქვამი, მკვეხარებო,ხალხის მმართველებო, იერუსალიმში რომ ხართ, 15  რადგან ამბობთ: „სიკვდილთან გვაქვს დადებული შეთანხმება+და სამარესთან* გვაქვს შეკრული კავშირი*; ღვარცოფმაც რომ გადაიაროს,ჩვენამდე ვერ მოაღწევს,რადგან ტყუილი გავიხადეთ თავშესაფრად,სიცრუეში დავიმალეთ“.+ 16  ამიტომ აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, სიონის საძირკვლად ვდებ საიმედო ქვას,+ძვირფას ქვაკუთხედს+ საძირკვლისათვის.+ ვისაც სწამს ის, არ შეძრწუნდება.+ 17  ლარად მექნება სამართალი+და შვეულად — სიმართლე.+ სეტყვა წაიღებს სიცრუის თავშესაფარს,წყალი წალეკავს სამალავს. 18  დაირღვევა თქვენი შეთანხმება სიკვდილთან,გაწყდება თქვენი კავშირი სამარესთან.+ როცა ღვარცოფი მოვარდება, შეიმუსრებით. 19  რამდენჯერაც მოვარდება, წაგლეკავთ,+რადგან მოვარდება დილაობით, დღისით და ღამით.მხოლოდ შიში შეაგნებინებს მათ მოსმენილს*“. 20  ძალიან მოკლეა საწოლი, რომ ფეხი გაშალო მასზე,და ვიწროა საბანი, რომ გაეხვიო მასში. 21  იეჰოვა წამოიმართება ისე, როგორც ფერაციმის მთასთან,აღშფოთდება, როგორც ველზე გაბაონის მახლობლად,+რათა მოიმოქმედოს არნახული საქმე და შეასრულოს უჩვეულო რამ.+ 22  მოეშვით დაცინვას,+უფრო მეტად რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა თოკებმა,რადგან მოვისმინე უზენაესი უფლისგან, ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგან, რომ მთელი მიწის მოსპობაა გადაწყვეტილი.+ 23  ყური დამიგდეთ, ისმინეთ ჩემი ხმა!ყურად იღეთ, ნუ წაუყრუებთ ჩემს ნათქვამს! 24  განა მთელი დღე ხნავს მხვნელი თესლის დათესვამდე და მთელი დღე აფხვიერებს და ფარცხავს მიწას?!+ 25  განა მისი ზედაპირის მოსწორების შემდეგარ მიმოფანტავს სოინჯს და არ მიმოაბნევს ძირას?!განა თავ-თავის ადგილას არ დათესავს ხორბალს, ფეტვსა და ქერს,ასლს+ კი — კიდეებში?! 26  სწორი გზით სიარულს ასწავლის* მას ღმერთი.თავისი ღმერთი მოძღვრავს მას.+ 27  სოინჯი კევრით არ ილეწება+და ძირაზე ურმის ბორბალს არ ატარებენ; კეტით იცეხვება სოინჯიდა ჯოხით — ძირა. 28  ვინ სრესს საპურე მარცვალს?! მას დიდხანს არ ლეწავენ კალოზე;+როცა ცხენებშებმული ურმის თვლებს გადაატარებენ მასზე, არ სრესენ.+ 29  ესეც ლაშქართა ღვთისგან, იეჰოვასგანაა,რომლის რჩევაც* გასაოცარიადა ყოველი მისი საქმე დიდებულია*!+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება დედაქალაქი სამარია.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „სამარესთან ერთად გვაქვს ხილვა“.
ან შესაძლოა: „როცა მიხვდებიან, შიში შეიპყრობთ“.
სხვაგვარად — „შეაგონებს“.
ან შესაძლოა: „განზრახვაც“.
ან შესაძლოა: „რომლის სიბრძნეც დიდებულია“.