არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას გრძნობს ღმერთი, როცა ვიტანჯებით?

რას გრძნობს ღმერთი, როცა ვიტანჯებით?

ზოგს ჰგონია, რომ ღმერთი არც ჩვენს ტანჯვას ამჩნევს და არც გულთან ახლოს მიაქვს ჩვენი გასაჭირი.

ᲐᲘ, ᲠᲐᲡ ᲒᲕᲘᲛᲟᲦᲐᲕᲜᲔᲑᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲐ:

  • ღმერთი ამჩნევს კიდეც და გულთან ახლოსაც მიაქვს ჩვენი გასაჭირი.

    „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება . . . და გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6).

  • ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას.

    „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

  • რას იზრახავს ღმერთი ჩვენთვის?

    „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ. მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (იერემია 29:11, 12).

    „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).