დაბადება 6:1—22

  • ღვთის ძეებს ადამიანთა ასულები მოჰყავთ ცოლებად (1—3).

  • ნეფილიმების დაბადება (4).

  • ადამიანთა ბოროტებამ იეჰოვა დაამწუხრა (5—8).

  • ნოეს კიდობნის მშენებლობა დაევალა (9—16).

  • ღმერთი ნოეს მოსალოდნელი წარღვნის შესახებ აუწყებს (17—22).

6  გამრავლდნენ ადამიანები დედამიწაზე და შეეძინათ ასულები.  დაინახეს ღვთის ძეებმა,+ რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ.  იეჰოვამ თქვა: „მუდამ არ მოვუთმენ ადამიანს,+ რადგან მხოლოდ ხორცია* იგი. ამიტომ 120 წელიღა იცოცხლოს“.+  დედამიწაზე იმ დროს და მას შემდეგაც ნეფილიმები* ცხოვრობდნენ. წვებოდნენ ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან და ისინიც უჩენდნენ ვაჟებს, რომლებიც ძლიერები და სახელგანთქმულები იყვნენ იმ დროს.  დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება და ადამიანებს მხოლოდ ბოროტი ზრახვები ჰქონდათ.+  დამწუხრდა იეჰოვა თავისი შექმნილი ადამიანების გამო და გული ეტკინა.+  იეჰოვამ თქვა: „აღვგვი მიწის პირიდან ადამიანებს, რომლებიც შევქმენი; ადამიანებსაც და ცხოველებსაც, ქვეწარმავლებსაც და ფრინველებსაც, რადგან ვწუხვარ, რომ შევქმენი ისინი“.  ნოემ კი კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში.  ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო+ მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის. იგი ჭეშმარიტი ღვთის გზით დადიოდა.+ 10  ნოეს სამი ვაჟი შეეძინა: სემი, ქამი და იაფეთი.+ 11  დაინახა ღმერთმა, რომ დედამიწა გახრწნილიყო და ძალადობით ავსებულიყო. 12  გადახედა ღმერთმა გახრწნილ დედამიწას+ და დაინახა, რომ ბოროტებას სჩადიოდა ყოველი ხორციელი.+ 13  ღმერთმა ნოეს უთხრა: „გავანადგურებ ყოველ ხორციელს, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას.+ 14  ააგე კიდობანი ფისიანი ხისგან,+ ოთახებად დაყავი და შიგნიდანაც და გარედანაც ფისით+ დაფარე. 15  აი, ასე ააგე: კიდობნის სიგრძე 300 წყრთა იყოს, სიგანე — 50 წყრთა, სიმაღლე — 30 წყრთა*. 16  სარკმელი* გაუკეთე კიდობანს, რომ სინათლე შემოვიდეს; სახურავამდე 1 წყრთა დატოვე, შესასვლელი გვერდზე გაუკეთე+ კიდობანს და დაყავი პირველ, მეორე და მესამე სართულებად. 17  მოვავლენ წარღვნას+ დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ადამიანიცა და ცხოველიც, რომლებშიც სასიცოცხლო ძალაა. ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე.+ 18  შეთანხმებას გიდებ. შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენს რძლებთან ერთად.+ 19  შეიყვანე კიდობანში ყოველი ცოცხალი ქმნილება+ წყვილ-წყვილად, დედალ-მამალი, რომ ისინიც გადარჩნენ.+ 20  ფრინველები მათი გვარისდა მიხედვით, ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით, ქვეწარმავლები მათი გვარისდა მიხედვით — ყოველი მათგანიდან ორ-ორი შემოვა შენთან კიდობანში, რომ გადარჩნენ.+ 21  მოიმარაგე ყველანაირი საკვები,+ რომ თქვენც ჭამოთ და მათაც“. 22  ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაავალა. სწორედ ისე გააკეთა.+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ხორციელ სურვილებსაა აყოლილი“.
შესაძლოა ნიშნავდეს „წამქცევს“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
კიდობნის სიგრძე იყო დაახლ. 134 მ, სიგანე — 22 მ და სიმაღლე — 13 მ. იხ. დანართი ბ14.
ებრ. „ცოჰარ“. არსებობს განსხვავებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც ეს სიტყვა ნიშნავს არა „სარკმელს“, არამედ „სახურავს“, რომელიც 1 წყრთით (44,5 სმ) იქნებოდა დახრილი.