არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

იეჰოვას მოწმეები და ჰოლოკოსტი — რას ამბობს ბიბლია?

იეჰოვას მოწმეები და ჰოლოკოსტი — რას ამბობს ბიბლია?

 27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. წელსაც უამრავი ადამიანი გაიხსენებს 75 წელზე მეტი ხნის წინათ მომხდარ ამ შემზარავ მოვლენას. შესაძლოა თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც აფიქრებს, რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი მასობრივი გენოციდი.

 ჰოლოკოსტის დროს დახოცილთა უმეტესობა ებრაელი იყო. მილიონობით ადამიანის მკვლელობა ორგანიზებულად და განზრახ მოხდა. თუმცა ჰოლოკოსტის შედეგები სხვა უმცირესობის წარმომადგენლებმაც იწვნიეს, მათ შორის იეჰოვას მოწმეებმაც, რომელთაც თავიანთი ბიბლიური მრწამსის გამო დევნიდნენ.

მომავლის იმედი

 ბევრი ფიქრობს, რომ ჰოლოკოსტის მსგავსი მოვლენა შესაძლოა კვლავ განმეორდეს. საბედნიეროდ, ბიბლია ისეთ მომავალს გვპირდება, როცა მსგავსი რამ აღარასოდეს მოხდება.

  •   „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ“ (იერემია 29:11). a

 ეს დაპირება მაშინ შესრულდება, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას და მის მიერ გამოწვეულ შედეგებს გამოასწორებს. მალე ის. . .

  •   გაანადგურებს ბოროტებს, რომლებიც ზიანს აყენებენ სხვებს (იგავები 2:22).

  •   უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას, ვინც დღეს სხვადასხვა მიზეზის გამო წუხს (გამოცხადება 21:4).

  •   მკვდრეთით აღადგენს გარდაცვლილებს დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28, 29).

 გჯეროდეთ, ბიბლიური დანაპირები სანდოა! თუ გსურთ, გაიგოთ, რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, გაეცანით ბიბლიის უფასო ინდივიდუალურ სასწავლო კურსს.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).