არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ გადაარჩენს დედამიწას?

ვინ გადაარჩენს დედამიწას?

 ბევრი საგონებელშია ჩავარდნილი იმის გამო, რომ ადამიანები ზიანს აყენებენ დედამიწას და მასზე არსებულ სიცოცხლეს. გარემოს დაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ადამიანები დღეს, ისე როგორც არასდროს, გადაშენების საფრთხეს უქმნიან მცენარეთა და ცხოველთა ზოგიერთ სახეობას და აზიანებენ პლანეტის ბიომრავალფეროვნებას.

 მოსპობენ ადამიანები დედამიწას ან შეძლებენ ოდესმე ისე იცხოვრონ, რომ საფრთხე არ შეუქმნან ბუნებას?

ექნება ადამიანების ძალისხმევას წარმატება?

 ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს შეუძლიათ დედამიწის დაცვა და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ადამიანების ძალისხმევამ შედეგი რომ გამოიღოს, საჭიროა მთელი რიგი ცვლილებების მოხდენა სხვადასხვა სფეროში, თანაც ერთდროულად. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს:

  •   მიწის, ტყეების, ჭაობებისა და ოკეანეების მართვის გაუმჯობესება.

  •   სოფლის მეურნეობის დარგში განსხვავებული პრაქტიკის დანერგვა და ენერგორესურსების ათვისება.

  •   კვების ისეთ სისტემაზე გადასვლა, რომელიც მხარს უჭერს ძირითადად მცენარეული საკვების მიღებას. მასში იგულისხმება ხორცისა და თევზის ზომიერი მიღება, რაც თავის მხრივ, ამცირებს საკვების საერთო მოხმარებას და ნარჩენების რაოდენობას.

  •   იმ აზრის გათავისება, რომ სრულფასოვანი ცხოვრება არ არის დამოკიდებული ბევრი ნივთის ქონაზე.

 რას ფიქრობთ? რეალურია იმის მოლოდინი, რომ მთავრობები, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა წევრები შეძლებენ ამგვარი უპრეცედენტო სახით ერთმანეთთან თანამშრომლობას? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ბევრ ადამიანში ღრმადაა ფესვგადგმული სიხარბე და ეგოიზმი და მათ დიდად არ ანაღვლებთ მომავალი? (2 ტიმოთე 3:1—5).

იმედის საფუძველი

 ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენს პლანეტას, დედამიწას, განადგურების საფრთხე არ ემუქრება. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რატომ არ არის ადამიანების ძალისხმევა საკმარისი დედამიწის გადასარჩენად და რა ცვლილება უნდა მოხდეს სინამდვილეში. ამ წიგნიდან იმასაც ვიგებთ, როგორ განხორციელდება ეს ცვლილება.

 რატომ არ იქნება საკმარისი მხოლოდ ადამიანების ძალისხმევა ჩვენი პლანეტის გადასარჩენად? იეჰოვა a ღმერთმა შექმნა დედამიწა და მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ადამიანებს მიანდო (დაბადება 1:28; 2:15). ისინი ამ დავალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაართმევდნენ თავს, თუ ხელმძღვანელობისთვის შემოქმედს მიმართავდნენ და მის მითითებებს დაემორჩილებოდნენ (იგავები 20:24). მაგრამ მათ უარყვეს იეჰოვა და თვითნებურად ცხოვრება გადაწყვიტეს (ეკლესიასტე 7:29). ადამიანებს არ შესწევთ უნარი, მხოლოდ საკუთარი ძალებით იზრუნონ დედამიწაზე; მათი მცდელობები ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება (იგავები 21:30; იერემია 10:23).

 ცვლილება, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს. ღმერთი არ დაუშვებს, რომ ადამიანებმა დედამიწა გაანადგურონ (გამოცხადება 11:18). ის არ აპირებს ახლანდელი მთავრობებისა და საზოგადოების გარდაქმნას, რომლებიც ზიანს აყენებენ დედამიწას; ღმერთი მათ ახალი მთავრობით და ახალი საზოგადოებით ჩაანაცვლებს (გამოცხადება 21:1). იეჰოვა ამბობს: „ვქმნი ყოველივე ახალს“ (გამოცხადება 21:5).

 როგორ განხორციელდება ეს ცვლილება. იეჰოვა დღევანდელ მთავრობებს ჩაანაცვლებს ზეციერი ხელისუფლებით, რომელიც „ღვთის სამეფოს“ სახელითაა ცნობილი. ეს ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:44; მათე 6:10).

 ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები ისწავლიან ღვთის სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას. ადამიანები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ბუნებასთან ჰარმონიულად თანაცხოვრებას, თუ აღიარებენ შემოქმედს და მიჰყვებიან მის ხელმძღვანელობას (ესაია 11:9). ბიბლიაში აღწერილია, რას გააკეთებს ღვთის სამეფო იმისთვის, რომ მისი ქვეშევრდომები დატკბნენ სრულყოფილი ცხოვრებით თანაც ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიადგეს დედამიწას. აი, რას გააკეთებს ღვთის სამეფო:

 თქვენც შეგიძლიათ გქონდეთ იმის იმედი, რომ ღვთის სამეფო ამ ცვლილებებს მალე მოახდენს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია „როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?“.

a იეჰოვა არის ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).