არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერა-კითხვაში დამხმარე ბროშურა „ისწავლეთ წერა-კითხვა“ 100-ზე მეტ ენაზეა დაბეჭდილი და მისი მილიონობით ეგზემპლარი გამოიცემა

ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს წერა-კითხვის სწავლას

ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს წერა-კითხვის სწავლას

„ადამიანის უფლებაა, იცოდეს წერა-კითხვა. წიგნიერება ადამიანს თვითრწმენას მატებს. ის სოციალური და ჰუმანური განვითარების საწინდარია“ (იუნესკო). *

არაერთი ანგარიში ცხადყოფს, რომ მსოფლიოში 700 მილიონზე მეტმა ადამიანმა არ იცის წერა-კითხვა. მათგან ზოგი უკვე 15 წლისაა, ზოგი კი — ბევრად მეტის. უწიგნურობის გამო მათი თვალსაწიერი ძალიან ვიწროა, მათ შორის ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა, ბიბლიაში ჩვენ სასწავლებლად ჩაწერილი მაღალზნეობრივი ნორმები და ღვთიური სწავლებები (რომაელები 15:4). ამიტომ ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ ბიბლიურ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართეს წერა-კითხვის შესასწავლი უფასო კურსები. გაამართლა ამ პროგრამამ?

განვიხილოთ მექსიკის მაგალითი, სადაც ოფიციალური ენა ესპანურია. 1946 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეებმა ამ ქვეყანაში 152 000-ზე მეტ ადამიანს ასწავლეს წერა-კითხვა. მათგან ზოგიერთი მოგვიანებით თავად გახდა მასწავლებელი. მოწმეებმა მთავრობისგან არაერთი სამადლობელი წერილი მიიღეს. ერთ ასეთ წერილში ეწერა: «განათლების სამინისტრო მადლობას გიხდით „ზრდასრულთა განათლების პროგრამის“ განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის».

ეს საგანმანათლებლო პროგრამა სასიკეთო აღმოჩნდა როგორც ახალგაზრდების, ისე ხანდაზმულებისთვის. მაგალითად, ამ პროგრამაში 101 წლის ხოსეფინაც ჩაერთო, რომელმაც ორი წლის შემდეგ წარმატებით დაასრულა სწავლა.

მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში ესპანური ენა დომინირებს, მოწმეები წერა-კითხვას სხვა ენებზეც ასწავლიან. 2013 წელს წერა-კითხვის კურსები რვა ადგილობრივ ენაზე ჩატარდა.

უდავოა, რომ წერა-კითხვა მსოფლმხედველობას გვიყალიბებს. რაც ყველაზე მთავარია, წიგნიერება შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ ბიბლიას — ღვთივშთაგონებულ წიგნს, რომელიც გვათავისუფლებს ძვალ-რბილში გამჯდარი ცრურწმენისგან, არაბიბლიური რელიგიური შეხედულებებისგან და გვიცავს არასწორი საქციელის ჩადენისგან (იოანე 8:32).

^ აბზ. 2 გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია.