არჩეულ მასალაზე გადასვლა

ადამიანური სიბრძნით არის დაწერილი ბიბლია?

ადამიანური სიბრძნით არის დაწერილი ბიბლია?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში, რომელსაც წმინდა წერილებსაც უწოდებენ, მრავალი ბრძნული რჩევაა მოცემული. ბიბლია საკუთარ თავზე ამბობს: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ამ სიტყვების არაერთი მტკიცებულება არსებობს. მოდი, განვიხილოთ ეს არგუმენტები:

  •   ვერავინ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ბიბლია არ არის ისტორიულად ზუსტი.

  •   ბიბლიის დამწერები წერისას გულწრფელები იყვნენ. მათ გულწრფელად აღწერეს სინამდვილე, რაც ცხადყოფს ბიბლიის ჭეშმარიტებას.

  •   ბიბლიას გასდევს ერთი მთავარი თემა: ღმერთს აქვს ადამიანებზე მმართველობის უფლება და ის შეასრულებს თავის განზრახვას ზეციერი სამეფოს მეშვეობით.

  •   ბიბლია ათასობით წლის წინ დაიწერა. მიუხედავად ამისა, მასზე გავლენა ვერ მოახდინა იმ დროს ფართოდ გავრცელებულმა მცდარმა მეცნიერულმა შეხედულებებმა.

  •   ისტორიული წყაროები ამტკიცებს, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები ნამდვილად შესრულდა.