არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Surasak Suwanmake/Moment via Getty Images

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

უჩვეულოდ ცხელი ზაფხული 2023 წელს — რას ამბობს ბიბლია?

უჩვეულოდ ცხელი ზაფხული 2023 წელს — რას ამბობს ბიბლია?

 მთელ მსოფლიოში არაერთი ადამიანი ებრძვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ამინდის ექსტრემალური მოვლენების შედეგებს. ქვემოთ მოცემულია ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშები:

  •   „უკანასკნელი 174 წლის განმავლობაში ასეთი ცხელი ივნისი მსოფლიოში ჯერ არ გვქონია“ (აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია, 13 ივლისი, 2023).

  •   „იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ვვარაუდობთ, რომ სიცილიისა და სარდინიის კუნძულებზე ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს მიაღწევს და დაფიქსირდება ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე ყოფილა ევროპაში“ (ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტო, 13 ივლისი, 2023).

  •   „პლანეტის ტემპერატურის მატებასთან ერთად მოსალოდნელია უფრო ინტენსიური, ხშირი და უხვი ნალექი, რაც მკვეთრად გაზრდის წყალდიდობების მაჩვენებელს“ (ჰიდროლოგიის, წყლის და კრიოსფეროს კვლევების მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის დირექტორი შტეფან ულენბრუკი, 17 ივლისი, 2023).

 ალბათ თქვენც გაშფოთებთ ამინდის ასეთი გაუარესება. მოდი გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია ამ მეტად აქტუალურ საკითხზე.

რა იყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები?

 სიცხის ტალღების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების არსებობა ზუსტად შეესაბამება იმ მოვლენებს, რომლებიც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა ჩვენს დროსთან დაკავშირებით. მაგალითად, იესომ თქვა, რომ იქნებოდა „საზარელი მოვლენები“ (ლუკა 21:11). მსოფლიოში ტემპერატურის მატების გამო ხალხი შეშინებულია, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვენს პლანეტას განადგურება ელის.

გახდება დედამიწა დაუსახლებელი?

 არა, რადგან ღმერთმა დედამიწა იმიტომ შექმნა, რომ ხალხს მასზე მარადიულად ეცხოვრა. შესაბამისად, ის არ მისცემს ადამიანებს მისი განადგურების უფლებას (ფსალმუნი 115:16; ეკლესიასტე 1:4). ღმერთი გვპირდება, რომ „დედამიწის მომსპობნი“ მოისპობიან (გამოცხადება 11:18).

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი დაიცავს დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფისგან.

  •   „[ღმერთი] აცხრობს ქარიშხალს და წყნარდებიან ზღვის ტალღები“ (ფსალმუნი 107:29). მას შესწევს იმის ძალა, რომ გააკონტროლოს სტიქიური მოვლენები და მოაგვაროს ყველა ეკოლოგიური პრობლემა, რაც ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს და ადამიანებს აზარალებს.

  •   „შენ ზრუნავ დედამიწაზე, აძლევ ხვავსა და ბარაქას“ (ფსალმუნი 65:9). ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.

 გაეცანით სტატიას „ვინ გადაარჩენს დედამიწას?“ და მეტი გაიგეთ ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებული ბიბლიური დაპირებების შესახებ.