არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

წარმოგიდგენიათ მსოფლიო სიღარიბის გარეშე?

როგორ მოსპობს ღმერთი სიღარიბეს მთელ დედამიწაზე? (მათე 6:9, 10).

უკიდურესი სიღარიბე, რომელიც საკვების უკმარისობასა და უამრავ დაავადებას იწვევს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მატერიალურად ყვავის, დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა სიღატაკეში ცხოვრობს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სიღარიბე კაცობრიობის გადაუჭრელ პრობლემად რჩება (წაიკითხეთ იოანეს 12:8).

სიღარიბის აღმოსაფხვრელად საჭიროა, რომ მთელ მსოფლიოს ერთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელსაც ექნება ძალაუფლება, საკვების მარაგი მთელ დედამიწაზე სამართლიანად გაანაწილოს და ბოლო მოუღოს ომებს, რაც სიღატაკის გამომწვევი ძირითადი მიზეზია. ღმერთი სწორედ ასეთი ხელისუფლების დამყარებას გვპირდება (წაიკითხეთ დანიელის 2:44).

ვინ აღმოფხვრის სიღარიბეს?

ღმერთმა თავისი ძე, იესო ქრისტე მთელი დედამიწის მმართველად დანიშნა (ფსალმუნი 2:4—8). ის ბოლოს მოუღებს სიღარიბეს, ჩაგვრასა და ძალადობას (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:8, 12—14).

როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, „მშვიდობის მთავარი“ იესო ქრისტე მთელ დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებს. მაშინ ყველა ადამიანს ექნება საკუთარი საცხოვრებელი, სასიამოვნო სამუშაო და საკმარისზე მეტი საკვები (წაიკითხეთ ესაიას 9:6, 7; 65:21—23).