არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ენდობით ისეთ რელიგიას, რომელიც იწყნარებს უზნეობას?

ენდობით ისეთ რელიგიას, რომელიც იწყნარებს უზნეობას?

„კოლეჯში, სადაც მე ვსწავლობდი, ბევრი აცხადებდა, რომ მორწმუნე იყო, მაგრამ გამოცდების დროს თაღლითობდა. ისინი არც ნარკოტიკებზე ამბობდნენ უარს“, ამბობს სილვია, რომელიც მედდად მუშაობს.

ერთი მამაკაცი, სახელად ლიონელი, ამბობს: „ჩემი თანამშრომლები ხშირად იტყუებიან. ზოგჯერ უფროსს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ავად არიან, მაშინ როცა, ეს ასე არ არის. რომ ჰკითხოთ, მორწმუნეები არიან, მაგრამ რწმენის თანახმად არ ცხოვრობენ. ეს ისეა, სახლში ავეჯი მხოლოდ საჩვენებლად გედგას და არ იყენებდე“.

ადამიანთა უმეტესობის ზნეობრივ ცხოვრებაზე რელიგია სასიკეთოდ არ მოქმედებს. ბევრი გარეგნულად ღვთის ერთგული ჩანს, მაგრამ „ღვთისადმი ერთგულება“ გავლენას არ ახდენს მათზე (2 ტიმოთე 3:5). რელიგიური წინამძღოლები ზნეობრიობასთან დაკავშირებით სამწყსოს არ აძლევენ კარგ მაგალითს და არც საჭირო ბიბლიური რჩევებით უზრუნველყოფენ. ბევრს სჯერა, რომ ღმერთს საერთოდ არ აინტერესებს, რა ცხოვრებას ეწევიან ისინი და ეს არც არის გასაკვირი.

რას გვასწავლის ბიბლია?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს აქვს გრძნობები და მისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიქცევით. მაგალითად, როცა ძველ დროში ისრაელები ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, მათ არაერთხელ „გაანაწყენეს იგი [ღმერთი]“ (ფსალმუნი 78:40). ხოლო, როცა ადამიანი იცვლება და გულწრფელად ინანიებს თავის ცუდ საქციელს, ზეცა ხარობს (ლუკა 15:7). როდესაც ადამიანი აფასებს ჩვენი ზეციერი მამის შესანიშნავ თვისებებს, მისადმი სიყვარული ნელ-ნელა უღრმავდება. ეს კი აღძრავს მას, შეიყვაროს ის, რაც ღმერთს უყვარს და შეიძულოს ის, რას მას სძულს (ამოსი 5:15).

რის თქმა შეიძლება იეჰოვას მოწმეებზე?

იეჰოვას მოწმეები „ეხმარებიან ადამიანებს, ჰქონდეთ მტკიცე ოჯახები და იყვნენ ღირსეული და პატიოსანი მოქალაქეები, — აღნიშნულია სოლტ-ლეიკ-სიტიში (იუტის შტატი) გამომავალ ერთ გაზეთში. მოწმეები მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თამბაქოს მოწევა, გადაჭარბებული სმა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, აზარტული თამაშები, სექსუალური აღვირახსნილობა თუ ჰომოსექსუალიზმი ადამიანს სულიერად ხრწნის“.

ეხმარებიან რელიგიური წინამძღოლები თავიანთ სამწყსოს, იცხოვრონ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების შესაბამისად?

როგორ ეხმარება იეჰოვას მოწმეებს ღვთის თვისებებზე დაკვირვება? ზემოხსენებული სილვია ამბობს: „ჯანდაცვის სისტემაში თაღლითობა ჩვეულებრივი რამაა. ადვილია, შენც აჰყვე უმრავლესობას, მაგრამ იმის ცოდნა, თუ რას გრძნობს იეჰოვა * იმ დროს, როცა მისი ნორმები ირღვევა, მეხმარება, სწორად მოვიქცე. ამ დროს შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას ვგრძნობ“. სილვია დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც თავისი რელიგიური მრწამსის თანახმად დაიწყო ცხოვრება.

^ აბზ. 9 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.