ფსალმუნები 78:1—72

  • ღვთის მზრუნველობა და ისრაელის ურჩობა.

    • „მოვუყვებით მომავალ თაობას“ (2—8).

    • „არ ერწმუნნენ ღმერთს“ (22).

    • „ციური მარცვალი“ (24).

    • „ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (41).

    • ეგვიპტიდან აღთქმულ მიწაზე (43—55).

    • „ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს“ (56).

მასქილი*. ასაფის ფსალმუნი.+ 78  ყურად იღე ჩემი დარიგება, ჩემო ხალხო,ყური დაუგდე ჩემს ნათქვამს.   გავხსნი ბაგეს იგავებით, ვიტყვი ძველ გამოცანებს,+   მოსმენილსა და ნაცნობს,რაც მამა-პაპისგან გაგვიგონია.+   არ დავუმალავთ ამას მათ შთამომავლებს,მოვუყვებით მომავალ თაობას+იეჰოვას სანაქებო საქმეების, მისი ძალისა+და იმ საოცარი საქმეების შესახებ, მან რომ მოიმოქმედა.+   წესი* დაუდგინა იაკობს და კანონი მისცა ისრაელს;უბრძანა ჩვენს მამა-პაპას,გადაეცათ ეს თავიანთი შვილებისთვის,+   რათა მომავალ თაობას,მათ, ვინც უნდა დაბადებულიყო, სცოდნოდა ეს,+ და შემდეგ მათაც მოეთხროთ ეს თავიანთი შვილებისთვის,+   მათაც რომ დაემყარებინათ იმედი ღმერთზე, არ დაევიწყებინათ ღვთის საქმეები+და დაეცვათ მისი მცნებები.+   მაშინ აღარ დაემსგავსებოდნენ თავიანთ მამა-პაპას,ჯიუტ და ურჩ თაობას,+მერყევ თაობას,+რომელმაც არ უერთგულა ღმერთს.   მშვილდ-ისრით იყვნენ შეიარაღებული ეფრემელები,მაგრამ უკან დაიხიეს ბრძოლის დროს. 10  არ დაიცვეს ღვთის შეთანხმება+და არ მოისურვეს მისი კანონის დაცვა.+ 11  მისი საქმეებიც დაივიწყეს,+საოცარი საქმეები, მათთვის რომ მოიმოქმედა.+ 12  მან სასწაულები მოახდინა მათი მამა-პაპის თვალწინ+ეგვიპტის მიწაზე, ცოანში;+ 13  ზღვა გააპო და გაატარა,კედლებად აღმართა წყლები.+ 14  დღისით ღრუბლით მიუძღოდა,ღამით კი — ცეცხლის შუქით.+ 15  კლდეები გააპო უდაბნოში,უხვად რომ მიეცა მათთვის წყალი, თითქოსდა წყალუხვი წყალსატევებიდან.+ 16  კლდიდან გადმოაჩქეფა ნაკადებიდა მდინარეებად ადინა წყალი.+ 17  მაგრამ კვლავაც სცოდავდნენ მას,ეურჩებოდნენ უზენაესს უდაბნოში.+ 18  სცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში,+დაჟინებით ითხოვდნენ მონატრებულ საჭმელს. 19  ღვთის წინააღმდეგ ჩიოდნენ,ამბობდნენ, განა შეუძლია ღმერთს, სუფრა გაგვიშალოსო უდაბნოში?!+ 20  აი, დაჰკრა კლდეს,რომ წყალი გადმომსკდარიყო და ნაკადებს ედინა.+ მაინც ამბობდნენ, განა შეუძლია მას, პური მოგვცესან ხორცი აჭამოსო თავის ხალხს?!+ 21  ეს რომ მოისმინა, საშინლად განრისხდა იეჰოვა;+ცეცხლი+ აგიზგიზდა იაკობის წინააღმდეგდა რისხვა დაატეხა ისრაელს,+ 22  რადგან არ ერწმუნნენ ღმერთს+და დაეჭვდნენ, რომ მას შეეძლო მათი ხსნა. 23  უბრძანა ცაში ღრუბლებსდა გახსნა ზეცის კარიბჭეები. 24  მანანას აწვიმებდა მათ დასაპურებლად,ციური მარცვალი მისცა მათ.+ 25  ძლიერთა*+ პურს ჭამდა ხალხი;საკმარისს აძლევდა ღმერთი მათ გასაძღომად.+ 26  აღმოსავლეთის ქარი ამოაგდოდა სამხრეთის ქარი მოავლინა თავისი ძალით.+ 27  როგორც მტვრით, ისე აავსო იქაურობა ხორცით,ზღვის ქვიშასავით მოეფინა იქაურობას ფრინველი. 28  მის ბანაკში ეცემოდნენ,მისი კარვების გარშემო. 29  ჭამდნენ და ხარბად ნთქავდნენ;მისცა, რასაც ნატრობდნენ.+ 30  მაგრამ, ვიდრე გამოძღებოდნენ,ვიდრე საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ, 31  განურისხდა მათ ღმერთი+ და შეუდგა მათ შორის ძლიერთა ხოცვას;+დასცა ისრაელის ჭაბუკები. 32  მაგრამ კვლავაც სცოდავდნენ ისინი,+სარწმუნოდ არ მიიჩნიეს მისი საოცარი საქმეები.+ 33  ამონასუნთქივით გააქრო მან მათი დღეები,+მოულოდნელად დაატეხა უბედურება და ბოლო მოუღო მათ წლებს. 34  როცა ხოცავდა, მაშინ მიმართავდნენ მას,+უბრუნდებოდნენ და ეძებდნენ ღმერთს. 35  ახსენდებოდათ, რომ ღმერთი იყო მათი კლდე,+უზენაესი ღმერთი იყო მათი გამომსყიდველი.+ 36  თავიანთი ბაგით ცდილობდნენ მის მოტყუებასდა თავიანთი ენით — მისთვის სიცრუის თქმას. 37  მთელი გულით არ იყვნენ მასთან+და მის შეთანხმებას არ უერთგულეს.+ 38  ის კი გულმოწყალებას იჩენდა,+პატიობდა დანაშაულს და არ ანადგურებდა მათ;+ მრავალჯერ შეიკავა ბრაზი+და არ დაატეხა თავისი რისხვა, 39  რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი იყვნენ,+ქარს ჰგავდნენ, რომელიც დაბერავს და უკან აღარ ბრუნდება*. 40  რამდენჯერ ეურჩნენ უდაბნოში+და გული ატკინეს მას!+ 41  კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს,+ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას. 42  არ ახსოვდათ მისი ძალა,დღე, როცა მტრის ხელიდან იხსნა ისინი;+ 43  როგორ მოახდინა საოცრებები ეგვიპტეში,+სასწაულები — ცოანში; 44  როგორ აქცია სისხლად ნილოსის არხები,+რომ ვეღარ ესვათ თავიანთი ნაკადებიდან. 45  ბუზანკალი შეუსია, რომ დაეკბინათ ისინი,+და ბაყაყები, რომ აეოხრებინათ მათი მიწა.+ 46  გაუმაძღარ კალიებს გააჩანაგებინა მათი მოსავალი,გუნდ-გუნდად შესეულ კალიებს — მათი ნაშრომი.+ 47  სეტყვით მოუსპო ვაზი,+სეტყვით გაუჩანაგა სიკომოროს ხეები. 48  დასეტყვა მათი პირუტყვი,+მეხი დასცა* მათ საქონელს. 49  დაატეხა მათ რისხვა,მძვინვარება, ბრაზი და გასაჭირი.ანგელოზთა დასი გაგზავნა, რომ უბედურება სწეოდა მათ. 50  არ შეაკავა თავისი რისხვა, სასიკვდილოდ გაიმეტა ისინიდა ჭირით ამოწყვიტა. 51  ბოლოს კი ყველა პირმშო დახოცა ეგვიპტეში,+მათ შთამომავალთაგან პირველნი* — ქამის კარვებში. 52  ცხვარივით წამოასხა თავისი ხალხი+და ფარასავით წაუძღვა უდაბნოში. 53  უსაფრთხოდ დაატარებდა მათ;არაფრის ეშინოდათ,+ზღვამ დანთქა მათი მტრები.+ 54  თავის წმინდა ადგილზე მიიყვანა ისინი,+მთიან მხარეში, საკუთარი მარჯვენით რომ მოიპოვა.+ 55  ჩამოაშორა მათ ხალხები,+ლარით გადაუზომა სამკვიდრო;+თავ-თავიანთ სახლებში დაასახლა ისრაელის ტომები.+ 56  ისინი კი სცდიდნენ და ეურჩებოდნენ უზენაეს ღმერთს,+ყურს არ უგდებდნენ მის მითითებებს*.+ 57  გზიდან უხვევდნენ და თავიანთ მამა-პაპასავით ვერაგობდნენ;+ მოშვებული მშვილდივით არასაიმედონი იყვნენ.+ 58  შეურაცხყოფდნენ მას თავიანთი სათაყვანო მაღლობებით+და კერპებით განარისხებდნენ.+ 59  დაინახა ეს ღმერთმა, დიდად განრისხდა+და ზურგი აქცია ისრაელს. 60  საბოლოოდ მიატოვა კარავი შილოში,+თავისი სამკვიდრო კაცთა შორის.+ 61  ტყვეობაში ჩააგდო ის, რაც მის ძალაზე მოწმობდა;თავისი მშვენება ჩაუგდო მტერს ხელში.+ 62  მახვილს გაანადგურებინა თავისი ხალხი,+ძლიერ განურისხდა თავის საკუთრებას. 63  ცეცხლმა შთანთქა მისი ჭაბუკებიდა მისმა ქალწულებმა ვერ ისმინეს საქორწილო სიმღერა. 64  მახვილით განგმირეს მისი მღვდლები,+არ დაუტირებიათ ისინი მათ ქვრივებს.+ 65  მაშინ გამოიღვიძა იეჰოვამ, თითქოს ძილისგან,+როგორც ღვინით მთვრალი ვაჟკაცი+ გამოფხიზლდება ხოლმე. 66  უკან დაახევინა თავის მტრებს;+სამუდამოდ შეარცხვინა ისინი. 67  უარყო იოსების შთამომავლობა*;არ აურჩევია ეფრემის ტომი. 68  იუდას ტომი ამოირჩია მან,+სიონის მთა, რომელიც შეიყვარა.+ 69  დააფუძნა თავისი წმინდა ადგილი, ზეცასავით მყარი+და დედამიწასავით მარადიული.+ 70  ამოირჩია თავისი მსახური დავითი,+ცხვრის ფარეხიდან გამოიყვანა,+ 71  მეწველი ცხვრების მწყემსვას დაანებებინა თავიდა მწყემსად დაუყენა იაკობს, თავის ხალხს,+ისრაელს, თავის საკუთრებას.+ 72  ერთგულად* მწყემსავდა ის ხალხს+და ბრძნულად მიუძღოდა მათ.+

სქოლიოები

დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
სხვაგვარად — „ანგელოზთა“.
ან შესაძლოა: „რომ გამოდის სული და უკან აღარ ბრუნდება“.
ან შესაძლოა: „ციებ-ცხელება შეჰყარა“.
სიტყვასიტყვით — „მათი წარმომქმნელი ძალის საწყისი“.
დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
სიტყვასიტყვით — „კარავი“.