არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ მივაღწიოთ ოჯახურ იდილიას?

რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს?

რა იწვევს ოჯახში კონფლიქტს?

„კონფლიქტი ხშირად ფულის გამო მოგვდის. ყველანაირად ვცდილობ, ოჯახზე ვიზრუნო. მაგრამ ძალიან ვღიზიანდები იმის გამო, რომ ჯეიკობი ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში არასოდეს მაყენებს. გაბრაზებულები ერთმანეთს ზოგჯერ კვირების განმავლობაში არ ველაპარაკებით“, — გვიზიარებს განაში მცხოვრები სარა, * რომელიც უკვე 17 წელია, რაც ჯეიკობის ცოლია.

მისი მეუღლე, ჯეიკობი კი ამბობს: „ნამდვილად ასეა, ხანდახან ერთმანეთს უხეში სიტყვებით მივმართავთ. ზოგჯერ ამის მიზეზი გაუგებრობები და ჯანსაღი კომუნიკაციის ნაკლებობაა, ზოგჯერ კი — ჩვენი სიფიცხე“.

ინდოეთში მცხოვრები ახალდაქორწინებული ნათანი იხსენებს, თუ რა მოხდა ერთხელ, როცა სიმამრმა სიდედრს უყვირა. ის ამბობს: „ჩემმა სიდედრმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და იქაურობას გაეცალა. როდესაც სიმამრს ვკითხე, რატომ მოიქცა ასე, ჩემი ნათქვამი შენიშვნად მიიღო და გაბრაზებულმა ყველას გვიყვირა“.

ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ ოჯახში კონფლიქტი შეიძლება დაუფიქრებელმა სიტყვებმა ან სასაუბროდ არასწორად შერჩეულმა დრომ გამოიწვიოს. ზოგჯერ უბრალო აზრთა გაცვლა-გამოცვლაც კი შეიძლება უცბად ცხარე კამათში გადაიზარდოს. შეუძლებელია, საუბრისას ყოველთვის სწორი სიტყვები შევარჩიოთ, ამიტომ ძალიან ადვილია, რომ სხვისი ნათქვამი არასწორად გავიგოთ ან მის მოტივებში ეჭვი შევიტანოთ. და მაინც, ოჯახში მშვიდობისა და ჰარმონიის შენარჩუნება სავსებით შესაძლებელია.

რის გაკეთება შეგიძლიათ, როცა ატყობთ, რომ თქვენი საუბარი კამათში გადადის? რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ ოჯახში იდილიამ დაისადგუროს? როგორ შეუძლიათ ოჯახებს, მიაღწიონ მშვიდობას? გიწვევთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატიები.

^ აბზ. 3 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.