არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა?

ნიანგის ყბა

ნიანგის ყბა

დღეს არსებულ ცხოველებს შორის ნიანგი მსხვერპლს ყველაზე მძლავრად ასობს კბილებს. მაგალითად, ავსტრალიაში მობინადრე ქედიანი ნიანგის ნაკბენი სამჯერ უფრო ძლიერი და მწვავეა, ვიდრე ლომისა და ვეფხვის. თუმცა, ამავდროულად, ნიანგის უძლიერესი ყბა უჩვეულოდ მგრძნობიარეცაა — გაცილებით მგრძნობიარე, ვიდრე ადამიანის თითის წვერი. როგორ შეიძლება, რომ ამ რეპტილიის ჯავშნისმაგვარი და უხეში კანი ასეთი მგრძნობიარე იყოს?

ნიანგის ყბას ათასობით ნერვული დაბოლოება აქვს. მათი შესწავლის შემდეგ მკვლევარმა დუნკან ლიჩმა აღნიშნა: „თითოეული ნერვული დაბოლოება გამოდის თავის ქალის ღრუდან“. სწორედ ამის შედეგად არის დაცული ყბის ნერვული ბოჭკოები, რაც უზრუნველყოფს მგრძნობელობას. ნიანგის ყბის ზოგ ადგილას მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ სპეციალური ხელსაწყოებითაც კი ვერ ხერხდება მისი სიძლიერის დადგენა. შედეგად, ნიანგი პირში ადვილად არჩევს ერთმანეთისგან საკვებსა და ნარჩენებს. გარდა ამისა, სწორედ ამის წყალობით შეუძლია მდედრ ნიანგს პირით ისე ატაროს თავისი ნაშიერი, რომ არაფერი ავნოს. ნიანგის ყბაში საოცრადაა შერწყმული სიძლიერე და მგრძნობელობა.

რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა ნიანგს ასეთი ყბა, თუ ამაში შემოქმედის ხელი ურევია?