არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ გაჩნდა სიცოცხლე?

პასუხი, რომელზეც ღირს დაფიქრება

პასუხი, რომელზეც ღირს დაფიქრება

ფაქტების განხილვის შემდეგ ბევრი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიცოცხლე უმაღლესი ინტელექტის ნაყოფია. მაგალითად, ფილოსოფიის პროფესორი ანტონი ფლუ ერთ დროს ათეიზმს ქადაგებდა, მაგრამ როდესაც შეისწავლა სიცოცხლის უაღრესად რთული პროცესები და სამყაროში არსებული ფიზიკური კანონები, შეხედულება შეიცვალა. ძველ დროში მცხოვრები ფილოსოფოსების შეხედულებებზე მსჯელობისას, მან დაწერა: „ფაქტებს იქით უნდა წავყვეთ, საითაც წაგვიყვანს“. ფაქტებმა პროფესორი ფლუ შემოქმედის არსებობამდე მიიყვანა.

შესავალ სტატიაში მოხსენიებული ჯერარდიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა. დიდი ცოდნისა და მეცნიერული მიღწევების მიუხედავად, მან აღნიშნა: „ვერსად ვერ ვნახე იმის მტკიცებულება, რომ სიცოცხლე უეცრად გაჩნდა უსიცოცხლო მატერიისგან. ცოცხალი ორგანიზმების ურთულესმა და მოწესრიგებულმა აგებულებამ დამარწმუნა, რომ უნდა ეარსება ამ ყველაფრის შემოქმედსა და ორგანიზატორს“.

მხატვრის ტილოზე დაკვირვება გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ავტორზე. გარე სამყაროზე დაკვირვებით ჯერარდს ღვთის თვისებებზე შეექმნა წარმოდგენა. მან დრო იმისთვისაც გამოყო, რომ გადაეშალა ბიბლია — წიგნი, რომელიც შემოქმედის კალამს ეკუთვნის (2 ტიმოთე 3:16). ამ წიგნში მან დამაკმაყოფილებელი პასუხები იპოვა ადამიანის წარმოშობაზე და იმაზე, თუ როგორ გადავჭრათ პრაქტიკულად დღეს არსებული ყოფითი პრობლემები. ამგვარად ის დარწმუნდა, რომ ბიბლიაც უმაღლესი ინტელექტის ნაყოფია.

ჯერარდმა დაინახა, რომ ბიბლიურ პასუხებზე ღირს დაფიქრება. კარგი იქნება, თუ ამაზე თქვენც დაფიქრდებით.