არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა მოხდება, რომ პოპულარული ვიყო?

რა მოხდება, რომ პოპულარული ვიყო?

შეავსე გამოტოვებული ადგილი:

პოპულარობა ________.

  1. ა. ყოველთვის კარგია

  2. ბ. ზოგჯერ კარგია

  3. გ. არასოდეს არის კარგი

სწორი პასუხია „ბ“. რატომ „ბ“? იყო პოპულარული, ნიშნავს, ბევრს მოსწონდე და ეს ყოველთვის ცუდი არაა. ბიბლიაში წერია, რომ ქრისტიანები იქნებოდნენ „ერების სინათლე“ და ადამიანებს თავიანთკენ მიიზიდავდნენ (ესაია 42:6; საქმეები 13:47). შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანები ამ გაგებით პოპულარულები არიან.

იცოდით თუ არა?

იესო პოპულარული ადამიანი იყო. მოზარდობის ასაკიდანვე ის „კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში“ (ლუკა 2:52). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ როცა იესო სრულწლოვანი გახდა, „მიჰყვებოდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან, დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის გაღმიდან“ (მათე 4:25).

რატომ არ იყო არაფერი ცუდი იესოს პოპულარობაში?

იმიტომ რომ, იესო არ ეძებდა დიდებას და არ ისწრაფოდა პოპულარობისკენ. ის ზედმეტად არ დარდობდა იმაზე, მოეწონებოდა თუ არა სხვებს. იესო უბრალოდ იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო და ზოგჯერ ამით ადამიანების კეთილგანწყობას იხვეჭდა (იოანე 8:29, 30). მან იცოდა, რომ მისდამი ხალხის ასეთი დამოკიდებულება დროებითი იყო, რადგან ადამიანები ხშირად იცვლიან აზრს. იესომ ისიც კარგად იცოდა, რომ ერთ დღესაც სასიკვდილოდ გაწირავდნენ. (ლუკა 9:22).

დასკვნა:

პოპულარობა სიმდიდრის მსგავსია. სიმდიდრე ყოველთვის ცუდი არ არის. პრობლემა ის არის, რა გზით შოულობს ადამიანი ფულს.

ყურადღება!

ბევრი ახალგაზრდა ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდაც პოპულარული გახდეს. ზოგი აღიარებული რომ იყოს, უმრავლესობის ფეხის ხმას არის აყოლილი. ზოგიც ხულიგნური მეთოდებით აიძულებს სხვებს, მოსწონდეთ, თუნდაც ეს მხოლოდ შიშის გამო. *

შემდგომ ფურცლებზე ვისაუბრებთ პოპულარობამდე მიმავალ იმ ორ არასწორ გზაზე, რომელსაც ადამიანები მიჰყვებიან და განვიხილავთ მესამე, სწორ გზასაც.

 

^ აბზ. 12 ბიბლიაშიც არიან მოძალადე ადამიანები მოხსენიებულნი. მათ „ნეფილიმების“ სახელით ვიცნობთ და როგორც იქ წერია, ისინი „სახელგანთქმულები იყვნენ“. მათი მთავარი მიზანი დიდების მოხვეჭა იყო (დაბადება 6:4).