არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა ასე დიდხანს ცოცხლობდნენ ისინი?

მართლა ასე დიდხანს ცოცხლობდნენ ისინი?

მართლა ასე დიდხანს ცოცხლობდნენ ისინი?

ბიბლიის თანახმად, ადამმა იცოცხლა 930 წელი, შეთმა — 912, მეთუშალახმა — 969, ანუ ათას წელზე 31 წლით ნაკლები (დაბადება 5:5, 8, 27). იყო ეს წლები იმავე ხანგრძლივობისა, რა ხანგრძლივობისაც დღესაა, თუ ისინი დროის უფრო მოკლე პერიოდს მოიცავდა, და, როგორც ზოგიერთი ვარაუდობს, ის წლები დღევანდელ თვეებს უტოლდება?

ბიბლიური მტკიცებები იმაზე მიუთითებს, რომ აქ საუბარია პირდაპირი გაგებით წლებზე, რომელთა ხანგრძლივობაც დღევანდელს შეესაბამება. მაგალითისათვის, ის წლები მხოლოდ თვეები რომ ყოფილიყო, ქვემოთ ჩამოთვლილ მამაკაცებს ისეთ ასაკში მოუწევდათ მამობა, რა ასაკშიც შვილის ყოლა შეუძლებელი იქნებოდა — კენანს ექვს წლამდე ასაკში ეყოლებოდა შვილი, ხოლო მაჰალალელსა და ენოქს მაშინ, როცა ხუთ წელზე ცოტა მეტისანი იქნებოდნენ (დაბადება 5:12, 15, 21).

გარდა ამისა, ხალხი ძველ დროშიც განასხვავებდა დღეებს, თვეებსა და წელიწადებს (დაბადება 1:14—16; 8:13). დაწვრილებით და ქრონოლოგიურად აღწერილი ნოეს დროინდელი მოვლენები გვეხმარება თვის ხანგრძლივობის განსაზღვრაში. დაბადების 7:11, 24-ისა და დაბადების 8:3, 4-ის ერთმანეთთან შედარება ცხადყოფს, რომ ხუთი თვე — მეორე თვის მე-17 დღიდან მეშვიდე თვის მე-17 დღემდე — 150 დღეს მოიცავდა. აქედან ჩანს, რომ თვეში 30 დღე იყო; 12 თვე კი წელიწადს შეადგენდა (დაბადება 8:5—13) *.

მაგრამ, როგორ შეეძლო ხალხს 900 ან მეტი წელი ეცოცხლა? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანები მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა და არასრულყოფილება და სიკვდილი მხოლოდ ცოდვის შედეგია (დაბადება 2:17; 3:17—19; რომაელები 5:12). ისინი, ვინც წარღვნამდე ცხოვრობდნენ, უფრო ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან, ვიდრე დღეს ჩვენ, რაც თავისთავად მათი ხანგრძლივი ცხოვრების უმთავრესი მიზეზი იყო. მაგალითად, მეთუშალახს ადამიდან მხოლოდ შვიდი თაობა აშორებდა (ლუკა 3:37, 38).

მალე იეჰოვა ღმერთი ადამის ცოდვის ყოველგვარი შედეგისგან გაათავისუფლებს მათ, ვინც ღვთის ძის, იესო ქრისტეს, დაღვრილი სისხლისადმი რწმენას ავლენს. „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომაელები 6:23). დიახ, ახლოვდება დრო, როცა მეთუშალახის სიცოცხლის ხანგრძლივობა — 969 წელი — დროის ძალიან მოკლე პერიოდად მოგვეჩვენება!

[სქოლიო]

^ აბზ. 4 იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდი 1214, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ (ინგლ.).

[სქემა 30 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

1000

მეთუშალახი

ადამი

შეთი

900

 

 

 

800

 

 

 

700

 

 

 

600

 

 

 

500

 

 

 

400

 

 

 

300

 

 

 

200

 

 

 

100

საშუალოდ დღეს