არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 31

იარე ღმერთთან ერთად

იარე ღმერთთან ერთად

(მიქა 6:8)

  1. 1. ერთგულებით, მოკრძალებით

    სულ ღმერთთან იარე შენ.

    მიეკარი მას, სრულად მიენდე.

    ის უხვად მოგცემს ძალებს.

    მის სიტყვას მტკიცედ ჩაეჭიდე,

    რათა გზას არ ასცდე.

    თუ ღმერთს დაემორჩილები,

    მუდამ ხელით გატარებს.

  2. 2. იარე ღმერთთან სიწმინდით

    და კარგზე იფიქრე სულ.

    და როცა შენ ცდუნებას შეხვდები,

    ღმერთი განგიმტკიცებს გულს.

    კვლავ განაგრძე ფიქრი მასზე, რაც

    მართალია, წმინდა.

    და ღმერთი შენ არ დაგტოვებს,

    მუდამ შენთან იქნება.

  3. 3. იარე ღმერთთან, იხარე,

    რომ შენთან მეგობრობს ის.

    ღმერთი კურთხევებს შენ არ გიკავებს,

    იყავი მადლიერი.

    იარე ღმერთთან, მთელი გულით

    მას ქება უძღვენი.

    შენ ცხადყოფ სიხარულით, რომ

    იეჰოვას ეკუთვნი.

(იხილეთ აგრეთვე დაბ. 5:24; 6:9; ფილ. 4:8; 1 ტიმ. 6:6–8)