არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 144

ჯილდოს მიაპყარით თვალი!

ჯილდოს მიაპყარით თვალი!

(2 კორინთელები 4:18)

  1. 1. მოვა დრო, რომ დაინახავს ბრმა,

    ყრუსაც დაუბრუნდება სმენა,

    ბავშვთა სიმღერა გაისმება,

    ყველგან მშვიდობა იქნება.

    იმ დროს მკვდრებიც გაცოცხლდებიან,

    თავის ახლობლებს შეხვდებიან.

    (მისამღერი)

    იხილავ ამ შესანიშნავ დროს,

    თუ რწმენით შენ ხედავ ჯილდოს.

  2. 2. როცა დათვი ხბოსთან იქნება,

    კრავსაც მგლის არ შეეშინდება.

    როცა ბავშვი მათ წაუძღვება

    და მის ხმას ყველა გაჰყვება.

    ცრემლი წარსულს რომ ჩაჰბარდება,

    ტკივილი და შიში გაქრება.

    (მისამღერი)

    იხილავ ამ შესანიშნავ დროს,

    თუ რწმენით შენ ხედავ ჯილდოს.

(მიხილეთ აგრეთვე ეს. 11:6–9; 35:5–7; იოან. 11:24)