არჩეულ მასალაზე გადასვლა

და-ძმებს ხელში უჭირავთ „მათეს სახარების“ ახალი გამოცემა.

7 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2023
ინდოეთი

გამოიცა „მათეს სახარება“ ასამურ ენაზე

გამოიცა „მათეს სახარება“ ასამურ ენაზე

2023 წლის 28 მაისს ასამის შტატში (ინდოეთი) გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა „მათეს სახარება“ ასამურ ენაზე. შეხვედრას 279 ადამიანი დაესწრო. მათგან 96 პროგრამას ტრანსლაციის მეშვეობით ისმენდა. ამ გამოცემის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები მაშინვე გახდა ხელმისაწვდომი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე ასამის შტატში ასამური ოფიციალური ენაა და მას აქსომიურ ენასაც უწოდებენ, იქ მცხოვრებ ხალხს კი აქსომიელებს ეძახიან. მოსახლეობა სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა და ძალიან პოპულარულია მათი ჩაი.

პირველი ასამურენოვანი კრება 1987 წელს ჩამოყალიბდა. დღეს 8 ასამურენოვანი კრებაა, სადაც მთლიანობაში 162 მაუწყებელი მსახურობს.

ასამურ ენაზე აქამდეც იყო ხელმისაწვდომი ბიბლიის სხვა ორი თარგმანი. თუმცა მასში არქაული ტერმინები და ფრაზებია გამოყენებული, რის გამოც მაუწყებლებს უჭირდათ წაკითხულის გაგება. „მათეს სახარება“ კი მათთვის ბევრად ადვილი გასაგებია.

გვჯერა, ასამურ ენაზე გამოცემული „მათეს სახარება“ ჩვენს და-ძმებსაც და სხვებსაც დაეხმარება, დაუახლოვდნენ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას (ნეემია 8:12).