არჩეულ მასალაზე გადასვლა

თუ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას ვსწავლობ, ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვას მოწმე უნდა გავხდე?

თუ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას ვსწავლობ, ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვას მოწმე უნდა გავხდე?

 რა თქმა უნდა, არა. მილიონობით ადამიანი სიამოვნებით სწავლობს ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან, მაგრამ ყველა მათგანი იეჰოვას მოწმე არ ხდება. a ბიბლიის შესწავლის მიზანია, გაიგოთ, რის შესახებ მოგვითხრობს ღვთის სიტყვა. თუმცა, საბოლოოდ, თქვენზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, ვის სცემს თაყვანს (იესო ნავეს ძე 24:15).

შეიძლება შესწავლის დროს ჩემი ბიბლია გამოვიყენო?

 დიახ, შეგიძლიათ თქვენი ბიბლია გამოიყენოთ. თუმცა ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, თანამედროვე ენაზე შესრულებულ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ვანიჭებთ უპირატესობას და თუ სურვილი გექნებათ, თქვენც გადმოგცემთ ამ თარგმანის ერთ ეგზემპლარს სრულიად უსასყიდლოდ. იმის შესახებ, თუ როგორ გვიხსნის ღმერთი და რა იმედს გვისახავს, შეგიძლიათ ბიბლიის ნებისმიერი თარგმანიდან გაიგოთ.

რატომ ასწავლით სხვებს ბიბლიას?

  •   ამისკენ უმთავრესად ღვთის სიყვარული აღგვძრავს. ღმერთს სურს, რომ ნასწავლი სხვებს გავუზიაროთ (მათე 22:37, 38; 28:19, 20). ჩვენთვის უდიდესი პატივია, ვიყოთ „ღვთის თანამშრომელნი“ და ხალხს ღვთის სიტყვის გაგებაში დავეხმაროთ (1 კორინთელები 3:6—9).

  •   ამისკენ მოყვასის სიყვარულიც აღგვძრავს (მათე 22:39). ჩვენ სიხარულს გვანიჭებს ადამიანებთან იმაზე საუბარი, რაც ბიბლიიდან ვისწავლეთ (საქმეები 20:35).

a სტატისტიკური მონაცემები: 2023 წელს იეჰოვას მოწმეები ყოველთვე 7 281 212 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. უმეტეს შემთხვევაში შესწავლა რამდენიმე ადამიანთან ერთდროულად ტარდებოდა. თუმცა მათგან მხოლოდ 269 517 ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.