არჩეულ მასალაზე გადასვლა

მღვდელმა კითხვებზე პასუხი მიიღო

მღვდელმა კითხვებზე პასუხი მიიღო

 ერთი და, სახელად ელისო, ბიბლიის შესწავლას ატარებდა ქალთან, რომელსაც მოულოდნელად მღვდელი და თავისი ცოლი ეწვივნენ. ელისოს გაგებული ჰქონდა, რომ მათ არც ისე დიდი ხნის წინ ერთადერთი ვაჟი უეცრად გამოეცალათ ხელიდან.

 როცა ელისომ გულწრფელად თანაუგრძნო მათ, ცოლ-ქმარმა თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა ატირდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მღვდელმა იკითხა: „რატომ მომივლინა ღმერთმა ასეთი განსაცდელი?! რატომ წამართვა ერთადერთი ვაჟი?! 28 წელია, ღმერთს ვემსახურები და სიკეთის მეტი არაფერი მიკეთებია, მან კი ასე გადამიხადა! რატომ მომიკლა შვილი?!“.

 ელისომ უთხრა, რომ ღმერთს არ წაუყვანია მათი ვაჟი. შემდეგ კი გამოსასყიდისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ ესაუბრა და აუხსნა, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას. მათ ელისოს უთხრეს, რომ სწორედ იმ კითხვებზე მიიღეს პასუხი, რომლებსაც ლოცვის დროს ღმერთს უსვამდნენ.

 მომდევნო კვირას ისინი ისევ ეწვივნენ თავის ახლობელს, რათა ბიბლიის შესწავლას დასწრებოდნენ. იმ დღეს წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ელისო განიხილავდა მე-7 თავს „რეალური იმედი გარდაცვლილთათვის“. ცოლ-ქმარი საკმაოდ აქტიურად ჩაება მსჯელობაში.

 მოგვიანებით მღვდელი ცოლთან ერთად თბილისში იეჰოვას მოწმეთა სპეციალურ კონგრესს დაესწრო. ისინი გააოცა იქ შეკრებილთა შორის არსებულმა სიყვარულმა და ერთობამ, რისკენაც მთელი ამ წლების მანძილზე მრევლს ამაოდ მოუწოდებდნენ.