არჩეულ მასალაზე გადასვლა

ირლანდიასა და ბრიტანეთში სასიხარულო ცნობას მშობლიურ ენაზე ისმენენ

ირლანდიასა და ბრიტანეთში სასიხარულო ცნობას მშობლიურ ენაზე ისმენენ

იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ირლანდიასა და ბრიტანეთში a ხალხს მშობლიურ ენაზე უქადაგონ. აქ ინგლისურის გარდა, ირლანდიურ, უელსურ, შოტლანდიურ და შოტლანდიურ-გელურ ენებზე საუბრობენ.

2012 წლის სექტემბერში ჩვენი ვებ-გვერდი მრავალ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი; 2014 წლის აგვისტოდან ენების რიცხვს დაემატა ირლანდიური, უელსური, შოტლანდიური და შოტლანდიურ-გელური. ამ ენებზე აგრეთვე ბეჭდური სახით მრავალი სხვადასხვა პუბლიკაცია გამოიცემა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ სიახლეს?

ერთმა ეკლესიის მსახურმა შოტლანდიურ-გელურ ენაზე გამოცემული ბიბლიური ბუკლეტი აღებისთანავე წაიკითხა და ცრემლები ვერ შეიკავა. რამ აუჩუყა მას გული? ბუკლეტში იმდენად ბუნებრივად და გასაგებად იყო გადმოცემული აზრები, რომ გაოცება ვერ დამალა და წამოიძახა: „ვინ თარგმნა ეს?! ძალიან კარგი თარგმანია!“.

პირველივე თვეს, როცა ვებ-გვერდი jw.org შოტლანდიურ-გელურ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი, მას დაახლოებით 750 ადამიანი ესტუმრა.

ერთხელ ერთმა ლექტორმა, რომელიც ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტში (გოლუეი) ასწავლის, იეჰოვას მოწმეს უთხრა, რომ რელიგია არ აინტერესებდა. თუმცა, როდესაც გაიგო, რომ ბროშურა „რას გვამცნობს ბიბლია?ირლანდიურ ენაზე შეეძლო წაეკითხა, მისი ერთი ეგზემპლარი მოითხოვა. შემდეგ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ყველას ჰქონოდა ბიბლიური ლიტერატურის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა. მან შეაქო მოწმეები იმისთვის, რომ მათი შრომის წყალობით, დღეს ბიბლიური ლიტერატურა ირლანდიურ ენაზეცაა ხელმისაწვდომი.

ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა, როდესაც ბიბლიაზე დაფუძნებული ერთი ბროშურა უელსურ ენაზე წაიკითხა, თავისი გრძნობები ასე გამოხატა: „სიმართლე გითხრათ, ეს ბროშურა ინგლისურ ენაზე რომ შემოგეთავაზებინათ, ალბათ, არც კი ავიღებდი, მაგრამ ჩემს მშობლიურ ენაზე დიდი სიამოვნებით წავიკითხე“.

„ჩვენ ერთ ენაზე ვმეტყველებთ“

როდესაც იესომ თავის ორ მოწაფეს წმინდა წერილები განუმარტა, მათ აღფრთოვანება ვერ დამალეს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:32). ხშირად, როცა ხალხი საკუთარ ენაზე ისმენს ბიბლიურ ცნობას, ეს დიდ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

ერთ მამაკაცს, სახელად ამირს, რომელიც უელსიდანაა, მეუღლე იეჰოვას მოწმე ჰყავს. იგი არასდროს იზიარებდა თავისი მეუღლის მრწამსს. მოხდა ისე, რომ ის ერთ იეჰოვას მოწმეს, რასელს დაუმეგობრდა. ემირი გვიყვება, რა მოხდა შემდეგ: «ბიბლიის შესწავლა სერიოზულად მაშინ გადავწყვიტე, როდესაც რასელი ჩემთან მოვიდა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? b და მითხრა: „ეს წიგნი უელსურ ენაზეა. დღეიდან მე და შენ ამ წიგნის შესწავლას დავიწყებთ“». რატომ გაჭრა რასელის პირდაპირობამ? ის გვიხსნის: „როგორ გითხრათ ... ჩვენ ერთ ენაზე ვმეტყველებთ, ერთი კულტურა გვაქვს და კარგად ვუგებთ ერთმანეთს“. ბიბლიურ საკითხებზე მშობლიურ, უელსურ ენაზე მსჯელობის შემდეგ ამირი გულით აენთო, რადგან ყველაფერს კარგად ჩასწვდა.

იეჰოვას მოწმეები კვლავაც ეხმარებიან ადამიანებს, თავიანთ ენაზე ისწავლონ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ, რაც ნამდვილად სწვდება მათ გულს.

a ბრიტანეთში იგულისხმება ინგლისი, შოტლანდია და უელსი.

b ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).