არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

JW ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ

გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-თვის

გამოიყენეთ JW ბიბლიოთეკა Windows-თვის

JW ბიბლიოთეკის აპლიკაცია ბიბლიის წასაკითხად და შესასწავლად შეიქმნა. თუ ეკრანის ზემოთ განთავსებულ ღილაკებს დააჭერთ, გამოჩნდება აპლიკაციის ძირითადი ფუნქციები. აპლიკაციის ბრძანების ზოლის გასახსნელად, დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკს ან ჩამოსწიეთ ეკრანის ზემოთა კიდე.

 საწყისი გვერდი

საწყისი გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ სწრაფად შეხვიდეთ ბიბლიაში ან იმ პუბლიკაციებში, რომელთაც ყველაზე ხშირად იყენებთ. აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ უახლესი პუბლიკაციები და დღის მუხლი.

 ბიბლია

ბიბლიის ღილაკზე დაჭერა შესაძლებლობას მოგცემთ, წაიკითხოთ და ჩამოტვირთოთ ბიბლიის თარგმანები. დააჭირეთ ბიბლიის წიგნს, შემდეგ სასურველ თავს. კითხვის დროს სასწავლო ველში შეგიძლიათ აგრეთვე ნახოთ სქოლიოები, მარგინალური მუხლები და სხვა თარგმანები.

თუ სხვა ბიბლიური მუხლის ნახვა გსურთ, კვლავ დააჭირეთ ბიბლიის ღილაკს და დაბრუნდით ბიბლიის წიგნების ჩამონათვალში.

 პუბლიკაციები

პუბლიკაციების სექციაში შეგიძლიათ იხილოთ აუდიო, ვიდეო და ელექტრონული პუბლიკაციები. დააჭირეთ სასურველ პუბლიკაციას, შემდეგ აირჩიეთ სტატია. კითხვის დროს იქვე შეგიძლიათ ციტირებული მუხლების ნახვა. დააჭირეთ ბიბლიის ციტატას, რომ წაიკითხოთ მოცემული მუხლი სასწავლო ველში. თუ გსურთ, რომ ეს მუხლი ბიბლიაში გიჩვენოთ, დააჭირეთ ბმულს სასწავლო ველში.

თუ სხვა პუბლიკაციის ნახვა გსურთ, კვლავ დააჭირეთ პუბლიკაციებს და დაბრუნდით მათ ჩამონათვალში.

 დღის მუხლი

ეკრანის ზემოთ განთავსებულ გრაფაში დააჭირეთ დღის მუხლს და გამოჩნდება დღის მუხლი.

 ონლაინი

ეკრანის ზემოთ განთავსებულ გრაფაში დააჭირეთ ონლაინის ღილაკს, რათა იხილოთ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდების ბმულები.

 უახლესი ფუნქციები

დროდადრო განაახლეთ JW ბიბლიოთეკა თქვენს მოწყობილობაში, რათა ისარგებლოთ უახლესი ფუნქციებით.

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა დაყენებული Windows-ის უახლესი ვერსია. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმულები:

თქვენთვის რომ მოსახერხებელი იყოს, მობილურ მოწყობილობაში ჩართეთ აპლიკაციის ავტომატური განახლება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://windows.microsoft.com/en-gb/windows-8/automatic-app-updates-help.