არჩეულ მასალაზე გადასვლა

ღვთის აზრებია ჩაწერილი ბიბლიაში?

ღვთის აზრებია ჩაწერილი ბიბლიაში?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიის დამწერები ადასტურებდნენ, რომ ისინი წმინდა წერილებს ღვთივშთაგონებით წერდნენ. მოდი ვნახოთ ამის რამდენიმე მაგალითი:

  •  მეფე დავითმა დაწერა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2 სამუელი 23:1, 2).

  •  წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა: „აი რა მითხრა უზენაესმა უფალმა, ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ“ (ესაია 22:15).

  •  მოციქულმა იოანემ აღნიშნა: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა“ (გამოცხადება 1:1).