არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ შეგიძლიათ დასძლიოთ სიკვდილის შიში?

როგორ შეგიძლიათ დასძლიოთ სიკვდილის შიში?

ბიბლია გვპასუხობს:

 სიკვდილი ჩვენთვის დაუძინებელი მტერივითაა. ამიტომაც გვეშინია მისი. ასე რომ, წინდახედულობას ვიჩენთ და ყველანაირად ვუფრთხილდებით საკუთარ სიცოცხლეს (1 კორინთელები 15:26). მაგრამ, როდესაც ადამიანებს საფუძველს მოკლებული, მცდარი შეხედულებებისა თუ ცრურწმენის გამო აქვთ სიკვდილის შიში, ისინი „მთელი სიცოცხლე მონობაში“ არიან (ებრაელები 2:15). სიმართლის ცოდნა გვათავისუფლებს პანიკური შიშისგან, რომელსაც შეუძლია სიხარული წაგვართვას ცხოვრებაში (იოანე 8:32).

სიმართლე მკვდრების მდგომარეობის შესახებ

  •   მკვდრები არაფერს გრძნობენ (ფსალმუნი 146:4). თქვენ არ უნდა გქონდეთ იმის შიში, რომ სიკვდილის შემდეგ ტკივილს იგრძნობთ ან დაიტანჯებით, რადგან ბიბლია სიკვდილს ძილს ადარებს (ფსალმუნი 13:3; იოანე 11:11—14).

  •   მკვდრები ვერ მოგვაყენებენ ზიანს. ყველაზე ძლიერი და სასტიკი მტრებიც კი სიკვდილის შემდეგ „უსიცოცხლოთა კრებულში განისვენებენ“ (იგავები 21:16). ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ქრება მათი ... სიძულვილი და შური“ (ეკლესიასტე 9:6).

  •   სიკვდილი არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს. ღმერთი მკვდრეთით აღადგენს მიცვალებულებს და მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

  •   ღმერთი გვპირდება, რომ დადგება დრო, როცა „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4). ამ პერიოდის შესახებ ბიბლიაში წერია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).