არჩეულ მასალაზე გადასვლა

როგორ გამოიყურება ეშმაკი?

როგორ გამოიყურება ეშმაკი?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ეშმაკი არის უხილავი სულიერი ქმნილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფიზიკური სხეული არ გააჩნია (ეფესოელები 6:11, 12).

 ეშმაკს ხშირად აღწერენ, როგორც თხის მსგავს, რქებიან და კუდიან არსებას, რომელსაც ხელში ფიწალი უჭირავს. ზოგის აზრით ეშმაკის ამგვარი აღწერა გავრცელდა შუა საუკუნეების მხატვრების მიერ, რომლებიც, სავარაუდოდ, ფოლკლორისა და ანტიკური მითოლოგიის გავლენის ქვეშ იყვნენ.

 როგორ აღწერს ბიბლია ეშმაკს?

 ბიბლია სატანის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა სახის მეტაფორას, რითაც წარმოდგენა გვექმნება არა მის გარეგნობაზე, არამედ მის თვისებებზე. ზოგიერთი ასეთი მეტაფორაა:

  •   სინათლის ანგელოზი. სატანა ადამიანებს აჯერებს, რომ თითქოს მათი კეთილდღეობითაა დაინტერესებული და ამიტომ მის სწავლებებს უნდა გაჰყვნენ და არა ღვთისას (2 კორინთელები 11:14).

  •   მბრდღვინავი ლომი. ეშმაკი ულმობლად ესხმის თავს ღვთის თაყვანისმცემლებს (1 პეტრე 5:8).

  •   ძველი გველი. ეშმაკი არის საზარელი, ძლიერი და გამანადგურებელი (გამოცხადება 12:9).