არჩეულ მასალაზე გადასვლა

აღიარებენ სწავლულები იესოს არსებობას?

აღიარებენ სწავლულები იესოს არსებობას?

 სწავლულებს მტკიცე საფუძველი აქვთ, რომ აღიარონ იესოს არსებობა. პირველ და მეორე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსთა იმ ნაშრომების შესახებ, სადაც იესო და ადრინდელი ქრისტიანები არიან მოხსენიებული, ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებით დასტურდება, რომ ძველ დროში ქრისტიანების მოწინააღმდეგეებსაც კი არასდროს შეუტანიათ ეჭვი იესოს არსებობაში, რაზეც პირველად და სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს კამათი მე-18 საუკუნის მიწურულს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა“ (Encyclopædia Britannica, 2002 წლის გამოცემა).

 ერთ წიგნში ნათქვამია: „არც ერთი ცნობილი სწავლული ეჭვქვეშ არ აყენებს, რომ ნამდვილად არსებობდა იუდეველი მამაკაცი, სახელად იესო, რომელიც იოსების ვაჟი იყო. უმეტესობა აღიარებს, რომ ახლა კაცობრიობამ უამრავი რამ იცის მისი ცხოვრებისა და ძირითადი სწავლებების შესახებ“.

 ბიბლია იესოს რეალურ პიროვნებად აღგვიწერს. მასში მოხსენიებულია მისი წინაპრებისა და ახლო ნათესავების სახელები (მათე 1:1; 13:55). მასში იესოს თანამედროვე ცნობილი მმართველების სახელებიც არის მოცემული. ეს დეტალური ინფორმაცია მკვლევრებს არწმუნებს, რომ ბიბლიური შემთხვევები ნამდვილად მოხდა.