არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვიდეორგოლები ბიბლიის წიგნებზე

ეს ვიდეოგაკვეთილები ზოგად ინფორმაციას გვაწვდის ბიბლიის წიგნებზე. გამოიყენეთ ისინი ბიბლიის კითხვისა და შესწავლის დროს.

ზოგადი ცნობები ბიბლიის შესახებ

გაიგეთ, როგორ გასდევს ბიბლიას ერთი მთავარი თემა, რომლის მიხედვითაც, ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, იეჰოვას სახელს განწმენდს.

ზოგადი ცნობები წიგნ „დაბადების“ შესახებ

წიგნი „დაბადება“ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის პირველი ადამიანების შექმნაზე და იმაზე, თუ რა იწვევს ადამიანების ტანჯვასა და სიკვდილს.

ზოგადი ცნობები წიგნ „გამოსვლის“ შესახებ

ღმერთმა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან იხსნა და მისთვის მიძღვნილ ერად აქცია.

ზოგადი ცნობები წიგნ „ლევიანების“ შესახებ

გაიგეთ, როგორ არის „ლევიანებში“ აღწერილი ღვთის სიწმინდე და რატომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი სიწმინდის შენარჩუნება.

ზოგადი ცნობები წიგნ „რიცხვების“ შესახებ

გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას მორჩილება და მათი პატივისცემა, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია.

ზოგადი ცნობები წიგნ „კანონის“ შესახებ

ნახეთ, როგორ ჩანდა კანონში იეჰოვას დიდი სიყვარული თავისი ხალხის მიმართ.

ზოგადი ცნობები „იესო ნავეს ძის“ შესახებ

გაიგეთ, როგორ დაიპყრო და დაინაწილა ისრაელმა ღვთისგან ბოძებული მიწა.

ზოგადი ცნობები წიგნ „მსაჯულების“ შესახებ

წიგნი მოგვითხრობს მამაცი მსაჯულების შესახებ, რომლებიც ღვთის რწმენითა და ძალით ისრაელს მჩაგვრელებისგან ათავისუფლებდნენ.

ზოგადი ცნობები წიგნ „რუთის“ შესახებ

წიგნი „რუთი“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ქვრივის უანგარო სიყვარულზე თავისი ქვრივი დედამთილის მიმართ და იმაზე, როგორ დააჯილდოვა ისინი იეჰოვამ.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 სამუელის“ შესახებ

ნახეთ, როგორ შეიცვალა ისრაელში მსაჯულების ხანა მეფეების მმართველობით.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 სამუელის“ შესახებ

დავითი თავმდაბლობისა და ძლიერი რწმენის გამო ბიბლიის გამორჩეული პერსონაჟია.

Iზოგადი ცნობები წიგნ „1 მეფეების“ შესახებ

გაეცანით ისრაელის აღზევების ისტორიას სოლომონის მმართველობის დროს და გაიგეთ, როგორ დაიყო ის ორ ნაწილად, ისრაელის და იუდას სამეფოებად.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 მეფეების“ შესახებ

გაიგეთ, როგორ მოიკიდა განდგომილებამ ფეხი ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში და როგორ აკურთხებდა იეჰოვა მათ, ვინც მისადმი ურყევ ერთგულებას ინარჩუნებდა.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 მატიანის“ შესახებ

წაიკითხეთ ღვთისმოშიში მეფის, დავითის, წარმომავლობის შესახებ. აგრეთვე შეიტყვეთ, რა მოვლენები განვითარდა ისრაელზე დავითის გამეფებიდან მის სიკვდილამდე.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 მატიანის“ შესახებ

იუდას მეფეების ისტორიიდან გაიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისადმი ერთგულება.

ზოგადი ცნობები წიგნ „ეზრას“ შესახებ

იეჰოვამ დაპირებისამებრ დააბრუნა თავისი ხალხი ბაბილონის გადასახლებიდან და აღადგინა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იერუსალიმში.

ზოგადი ცნობები წიგნ „ნეემიას“ შესახებ

ბიბლიის წიგნი „ნეემია“ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის მრავალმხრივ არის სასარგებლო.

ზოგადი ცნობები წიგნ „ესთერის“ შესახებ

ესთერის დროს განვითარებული ამაღელვებელი მოვლენები განგიმტკიცებთ რწმენას, რომ იეჰოვა ღმერთს დღესაც შეუძლია დაიხსნას თავისი ხალხი განსაცდელებისგან.

ზოგადი ცნობები წიგნ „იობის“ შესახებ

იეჰოვას მოყვარულნი გამოიცდებიან. იობის წიგნი გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ერთგულება შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას.

ზოგადი ცნობები წიგნ „ფსალმუნების“ შესახებ

„ფსალმუნები“ მხარს უჭერს იეჰოვას უზენაესობას, ეხმარება და ანუგეშებს ღვთის მოყვარულებს და აჩვენებს, როგორ შეცვლის მისი სამეფო მსოფლიოს.

ზოგადი ცნობები წიგნ „იგავების“ შესახებ

მიიღეთ ღვთიური რჩევები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე — იქნება ეს საქმიანი ურთიერთობები თუ ოჯახური ცხოვრება.

ზოგადი ცნობები წიგნ „ეკლესიასტეს“ შესახებ

მეფე სოლომონი საუბრობს იმაზე, რაც ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანია და უპირისპირებს იმას, რაც ღვთიურ სიბრძნეს ეწინააღმდეგება.

ზოგადი ცნობები წიგნ „ქებათა ქების“ შესახებ

მწყემსი ბიჭის მიმართ შულამელი ქალიშვილის ურყევი სიყვარული შედარებულია „იაჰის ალს“. გაიგეთ, რატომ.

ზოგადი ცნობები წიგნ „ესაიას“ შესახებ

წიგნი „ესაია“ შეიცავს ზუსტ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც განგიმტკიცებთ იეჰოვას, როგორც დანაპირების შემსრულებლისა და ხსნის ღმერთის მიმართ ნდობას.

ზოგადი ცნობები წიგნ „იერემიას“ შესახებ

იერემია სირთულეების მიუხედავად ერთგულად ასრულებდა თავის დავალებას. დაფიქრდით, როგორ დაეხმარება მისი მაგალითი დღეს ქრისტიანებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „გოდების“ შესახებ

წინასწარმეტყველ იერემიას მიერ დაწერილ წიგნ „გოდებაში“ გამოხატულია იერუსალიმის განადგურებით გამოწვეული მწუხარება და ნაჩვენებია, რომ ღმერთი წყალობას ავლენს მომნანიებლების მიმართ.

ზოგადი ცნობები წიგნ „ეზეკიელის“ შესახებ

ეზეკიელი თავმდაბლად და გაბედულად ასრულებდა ღვთისგან მიღებულ დავალებას მაშინაც კი, როცა მისი შესრულება ადვილი არ იყო. დღეს მისი მაგალითი ჩვენთვის ფასდაუდებელია.

ზოგადი ცნობები წიგნ „დანიელის“ შესახებ

დანიელმა და მისმა მეგობრებმა ყველა სიტუაციაში ერთგულება შეინარჩუნეს. მათი მაგალითი და ამ წიგნში ჩაწერილი შესრულებული წინასწარმეტყველებები ჩვენთვისაც გამამხნევებელია, ვინაიდან ბოლო დღეებში ვცხოვრობთ.

ზოგადი ცნობები წიგნ „ოსიას“ შესახებ

ოსიას წინასწარმეტყველება შეიცავს იეჰოვას მიერ შემცოდველების მიმართ გამოვლენილი წყალობისა და ღვთის მოსაწონი თაყვანისმცემლობის შესახებ მნიშვნელოვან გაკვეთილებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „იოელის“ შესახებ

იოელი წინასწარმეტყველებს მოახლოებული „იეჰოვას დღის“ შესახებ და გვანახვებს, რა არის საჭირო გადასარჩენად. მისი წინასწარმეტყველება დღეს განსაკუთრებით საყურადღებოა.

ზოგადი ცნობები წიგნ „ამოსის“ შესახებ

იეჰოვამ ამ თავმდაბალ კაცს მნიშვნელოვანი საქმე შეასრულებინა. რას ვსწავლობთ ამოსისგან?

ზოგადი ცნობები წიგნ „აბდიას“ შესახებ

ის ყველაზე პატარა წიგნია ებრაულ წერილებში. ეს წინასწარმეტყველური წიგნი იმედს გვინერგავს და გვპირდება, რომ იეჰოვას მეფობა სამუდამოდ განმტკიცდება.

ზოგადი ცნობები წიგნ „იონას“ შესახებ

წინასწარმეტყველმა შეიცვალა შეხედულება, შეასრულა თავისი დავალება და ისწავლა სიკეთისა და გულმოწყალების გაკვეთილი. მისი შემთხვევები გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

ზოგადი ცნობები წიგნ „მიქას“ შესახებ

ეს ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ იეჰოვა იმაზე მეტს არ გვთხოვს, რის გაკეთებაც შეგვიძლია, და რომ მისი მოთხოვნები ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება.

ზოგადი ცნობები წიგნ „ნაუმის“ შესახებ

ეს წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. ღმერთი ანუგეშებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მშვიდობასა და ხსნას მისი სამეფო მოიტანს.

ზოგადი ცნობები წიგნ „აბაკუმის“ შესახებ

დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვამ საუკეთესოდ იცის, როდის და როგორ იხსნას თავისი ხალხი.

ზოგადი ცნობები წიგნ „სოფონიას“ შესახებ

რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვას სასამართლო დღე არ დადგება?

ზოგადი ცნობები წიგნ „ანგიას“ შესახებ

ამ წინასწარმეტყველურ წიგნში ხაზგასმულია ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ღვთის თაყვანისმცემლობა საკუთარ ინტერესებზე წინ დავაყენოთ.

ზოგადი ცნობები წიგნ „ზაქარიას“ შესახებ

ღვთივშთაგონებული ხილვები და წინასწარმეტყველებები განამტკიცებდა ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ხალხს. ეს წინასწარმეტყველებები ჩვენც გვარწმუნებს იეჰოვას მხარდაჭერაში.

ზოგადი ცნობები წიგნ „მალაქიას“ შესახებ

ამ წინასწარმეტყველებაში ხაზი ესმება იეჰოვას უცვლელ პრინციპებს, წყალობასა და სიყვარულს. მასში ჩაწერილი მნიშვნელოვანი გაკვეთილები დღემდე გამოსადეგია.

ზოგადი ცნობები წიგნ „მათეს“ შესახებ

შეიტყვეთ ზოგადი ცნობები ბიბლიის ამ წიგნის შესახებ, რომელიც სახარებებიდან პირველია.

ზოგადი ცნობები წიგნ „მარკოზის“ შესახებ

მარკოზის სახარება, რომელიც ოთხ სახარებას შორის ყველაზე პატარაა, გვიჩვენებს, როგორი იქნება იესოს, როგორც ღვთის სამეფოს მეფის მმართველობა!

ზოგადი ცნობები წიგნ „ლუკას“ შესახებ

რა მოიხსენიება მხოლოდ ლუკას სახარებაში?

ზოგადი ცნობები წიგნ „იოანეს“ შესახებ

იოანეს სახარება ხაზს უსვამს იესოს თავმდაბლობას, კაცობრიობის მიმართ მის სიყვარულს და იმას, რომ იესო მესია, ღვთის სამეფოს მომავალი მეფე იყო.

ზოგადი ცნობები წიგნ „მოციქულთა საქმეების“ შესახებ

პირველი ქრისტიანები თავს არ ზოგავდნენ, რომ მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან. ბიბლიის წიგნი „მოციქულთა საქმეები“ გაგიძლიერებთ მსახურების სურვილსა და ენთუზიაზმს.

ზოგადი ცნობები წიგნ „რომაელების“ შესახებ

ამ ღვთივშთაგონებული წერილიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა მიუკერძოებელია და მნიშვნელოვანია იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 კორინთელების“ შესახებ

პავლეს წერილში ვკითხულობთ ღვთივშთაგონებულ რჩევებს ერთობასთან, ზნეობრივ სიწმინდესა და სიყვარულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მასში საუბარია მკვდრეთით აღდგომის იმედზე.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 კორინთელების“ შესახებ

იეჰოვა, ყოველგვარი ნუგეშის ღმერთი აძლიერებს თავის მსახურებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „გალატელების“ შესახებ

გალატელების წიგნი დღესაც ისეთივე გამოსადეგია, როგორ მაშინ, როცა ის დაიწერა. ის ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ეხმარება ერთგულების შენარჩუნებაში.

ზოგადი ცნობები წიგნ „ეფესოელების“ შესახებ

ამ ღვთივშთაგონებული წერილიდან ვიგებთ, რომ ღვთის განზრახვის თანახმად ქრისტეს მმართველობის შედეგად მშვიდობა და ერთიანობა მიიღწევა.

ზოგადი ცნობები წიგნ „ფილიპელების“ შესახებ

როცა განსაცდელების დროს სიმტკიცეს ვავლენთ, სხვებს ერთგულებისკენ ვახალისებთ.

ზოგადი ცნობები წიგნ „კოლოსელების“ შესახებ

იეჰოვას მოწონებას დავიმსახურებთ, თუ ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ, მთელი გულით ვაპატიებთ ერთმანეთს და ვაღიარებთ იესოს აღმატებულ მდგომარეობასა და ძალაუფლებას.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 თესალონიკელების“ შესახებ

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე, ყველაფერში დავრწმუნდეთ, გამუდმებით ვილოცოთ და გავამხნეოთ ერთმანეთი.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 თესალონიკელების“ შესახებ

პავლემ თესალონიკელებს იეჰოვას დღის მოსვლაზე არასწორი თვალსაზრისი შეუსწორა და მოუწოდა, მტკიცე რწმენა შეენარჩუნებინათ.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 ტიმოთეს“ შესახებ

ტიმოთესთვის მიწერილ პირველ წერილში პავლე ორგანიზაციულ საკითხებს ხსნის და კრებას ცრუ სწავლებებისა და ფულის სიყვარულის შესახებ აფრთხილებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 ტიმოთეს“ შესახებ

პავლე მოუწოდებს ტიმოთეს, რომ ყოველმხრივ შეასრულოს თავისი მსახურება.

ზოგადი ცნობები წიგნ „ტიტეს“ შესახებ

ტიტესთვის მიწერილ წერილში პავლე საუბრობს კრეტის კრებებში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნავს, რა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდნენ უხუცესები.

ზოგადი ცნობები წიგნ „ფილიმონის“ შესახებ

ეს პატარა, თუმცა ყურადსაღები წერილი ქრისტიანებს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის თავმდაბლობაზე, სიკეთესა და პატიებაზე.

ზოგადი ცნობები წიგნ „ებრაელების“ შესახებ

იქიდან გამომდინარე, რომ ქრისტიანულ თაყვანისმცემლობას გაცილებით აღმატებული რამ უდევს საფუძვლად, მნიშვნელობა აღარ ენიჭება ტაძარსა და ცხოველურ შესაწირავებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „იაკობის“ შესახებ

იაკობი ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელოვანი პრინციპების სასწავლებლად დახელოვნებულად იყენებს თვალსაჩინო მაგალითებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 პეტრეს“ შესახებ

პეტრეს პირველი წერილი მოგვიწოდებს, აქტიურად ჩავებათ სულიერ საქმეებში და ყველა ჩვენი საწუხარი ღმერთს მივანდოთ.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 პეტრეს“ შესახებ

პეტრეს მეორე წერილი მოგვიწოდებს, ერთგულება შევინარჩუნოთ, სანამ ველით „ახალ ცასა“ და „ახალ დედამიწას“.

ზოგადი ცნობები წიგნ „1 იოანეს“ შესახებ

იოანეს წერილი გვაფრთხილებს ანტიქრისტეს შესახებ. ამ წერილიდან აგრეთვე ვიგებთ, რა უნდა შევიყვაროთ და რა — არა.

ზოგადი ცნობები წიგნ „2 იოანეს“ შესახებ

იოანეს მეორე წერილი შეგვახსენებს, რომ ვიაროთ ჭეშმარიტებაში და თავი დავიცვათ განდგომილებისგან.

ზოგადი ცნობები წიგნ „3 იოანეს“ შესახებ

იოანეს მესამე წერილი სტუმართმოყვარეობისკენ მოგვიწოდებს.

ზოგადი ცნობები წიგნ „იუდას“ შესახებ

იუდა ააშკარავებს იმ მზაკვრულ მეთოდებს, რითაც ცრუმასწავლებლები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ქრისტიანები.

ზოგადი ცნობები წიგნ „გამოცხადების“ შესახებ

„გამოცხადების“ წიგნი შთამბეჭდავი ხილვებით აღწერს, როგორ შეასრულებს ღმერთი სამეფოს მეშვეობით თავის განზრახვას კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებით.

შეიძლება აგრეთვე დაგაინტერესოთ

წიგნები და ბროშურები

რას გვამცნობს ბიბლია?

ძირითადად რას გვამცნობს ბიბლია?