არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 6 — მსაჯულები

ნაწილი 6 — მსაჯულები

აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისრაელში კარავი გახდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი. მღვდლები ასწავლიდნენ ხალხს ღვთის კანონს, მსაჯულები კი ერს ხელმძღვანელობდნენ. ამ ნაწილში განხილულია, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ერთი ადამიანის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სხვებზე. თითოეულ ისრაელს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრა იეჰოვასა და მოყვასის წინაშე. ყურადღება გაამახვილეთ, თუ რა გავლენა მოახდინა დებორას, ნაომის, იესო ნავეს ძის, ხანას, იფთახის ქალიშვილისა და სამუელის საქციელმა სხვებზე. ხაზი გაუსვით იმასაც, რომ ზოგიერთი არაებრალიც კი, ისეთები, როგორებიც იყვნენ რახაბი, რუთი, იაელი და გაბაონელები ისრაელებს შეუერთდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ იეჰოვა იყო თავის ხალხთან.

ამ განყოფილებაში

მოთხრობა 29

იეჰოვა ირჩევს იესო ნავეს ძეს

ღმერთმა იესო ნავეს ძეს მისცა მითითებები, რომლებიც დღესაც დიდ დახმარებას გვიწევს.

მოთხრობა 30

რახაბი მალავს მზვერავებს

იერიხონის კედლები დაინგრა, მაგრამ რახაბის სახლი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ ის კედელში იყო ჩაშენებული.

მოთხრობა 31

იესო ნავეს ძე და გაბაონელები

იესო ნავეს ძემ სთხოვა ღმერთს, მზე გაეჩერებინა. უპასუხა ღმერთმა მის ლოცვას?

მოთხრობა 32

ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი

იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ ისრაელებმა კერპების თაყვანისცემა დაიწყეს. ისრაელები ძალიან იტანჯებოდნენ, მაგრამ მათ მხსნელად მსაჯული ბარაკი, წინასწარმეტყველი ქალი დებორა და იაელი მოევლინენ.

მოთხრობა 33

რუთი და ნაომი

ორი ქალი, რომელთაც ქმრები დაეხოცათ, ისრაელში დაბრუნდა. ერთი მათგანი, სახელად რუთი მინდორში წავიდა სამუშაოდ, სადაც ის ბოაზმა შეამჩნია.

მოთხრობა 34

გედეონი ამარცხებს მიდიანელებს

მას შემდეგ, რაც მიდიანელებმა სიცოცხლე გაუმწარეს ისრაელებს, მათ იეჰოვას სთხოვეს შველა. როგორ დაამარცხა გედეონმა მცირერიცხოვანი ჯარით მტრის 135 000-იანი არმია?

მოთხრობა 35

ხანა ვაჟისთვის ლოცულობს

ელკანას, ხანა, ფენინა და თავისი შვილები შილოში მიჰყავს, რათა იქ იეჰოვას სცენ თაყვანი კარავში. იქ ხანა ვაჟისთვის ლოცულობს. ერთი წლის შემდეგ ხანას სამუელი შეეძინა.

მოთხრობა 36

იფთახის აღთქმა

რა აღთქმა დადო იფთახმა და რატომ? რა რეაქცია ჰქონდა იფთახის ქალიშვილს მამის აღთქმაზე?

მოთხრობა 37

იეჰოვა ესაუბრება სამუელს

მღვდელმთავარ ელის ვაჟები მღვდლებად მსახურობდნენ კარავში, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ ღმერთის კანონებს. სამუელი არ ჰბაძავდა მათ.

მოთხრობა 38

იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს

იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს, რომ შებრძოლებოდა ფილისტიმელებს, მაგრამ როცა სამსონმა შეცდომა დაუშვა, ფილისტიმელებმა შეიპყრეს ის.