არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღესაც ღირებულია ბიბლიური ნორმები სწორთან და არასწორთან დაკავშირებით?

დღესაც ღირებულია ბიბლიური ნორმები სწორთან და არასწორთან დაკავშირებით?

 დღეს ბევრი ადამიანი, მათ შორის ქრისტიანული რელიგიების ზოგი წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ ბიბლიური ნორმები სექსთან და ქორწინებასთან დაკავშირებით მოძველებულია. თანამედროვე ცხოვრების სტილს რომ მორგებოდა, ზოგმა ეკლესიამ შეცვალა სწავლებები სწორთან და არასწორთან დაკავშირებით. ნუთუ მართლა აღარაა გამოსადეგი ბიბლიური პრინციპები სწორთან და არასწორთან დაკავშირებით? ამ სტატიაში მოყვანილია არგუმენტები, საიდანაც ჩანს, რომ ბიბლიური პრინციპები დღემდე არ კარგავს ფასს.

ადამიანები ვსაჭიროებთ ღვთის მიერ დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობას

 ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ გამუდმებით ვსაჭიროებთ ჩვენი შემოქმედის ხელმძღვანელობას. ბიბლიაში ნათქვამია: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23). მართალია, იეჰოვა a ღმერთმა ჩვენში ჩადო გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მაგრამ არ მოუცია იმის უნარი და უფლებამოსილება, რომ თავად გადაგვეწყვიტა, რა არის სწორი და რა — არასწორი. სწორედ ამიტომ სურს ჩვენს შემოქმედს, რომ მასზე დავამყაროთ იმედი (იგავები 3:5).

 ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ღვთიური ნორმები ბიბლიაშია მოცემული. განვიხილოთ ორი მიზეზი, რატომ არის ღირებული ღვთიური ნორმები.

  •   ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა (ფსალმუნი 100:3). როგორც ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა ზუსტად იცის, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და ბედნიერები და გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე და კმაყოფილება. მან ისიც იცის, რა მოჰყვება შედეგად მისი ნორმების უგულებელყოფას (გალატელები 6:7). გარდა ამისა, იეჰოვას საუკეთესო სურს ჩვენთვის. სწორედ ამიტომ მოგვმართავს ბიბლიაში ის შემდეგი სიტყვებით: „შენ სასიკეთოდ გასწავლი და მიგიძღვი იმ გზაზე, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17).

  •   ჩვენმა სურვილებმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ბევრი ფიქრობს, რომ სწორისა და არასწორის გასარჩევად საკუთარ გულს, ანუ საკუთარ სურვილებსა და გულისთქმას უნდა მოუსმინოს. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?!“ (იერემია 17:9). თუ ჩვენი გული ღვთიური სიბრძნით არ ხელმძღვანელობს, ისეთ რამეს გაგვაკეთებინებს, რასაც ადრე თუ გვიან ვინანებთ (იგავები 28:26; ეკლესიასტე 10:2).

შეუძლიათ რელიგიურ ლიდერებს, შეცვალონ ბიბლიური ნორმები სწორთან და არასწორთან დაკავშირებით?

 რა თქმა უნდა, არა. ბიბლია ჭეშმარიტებას გვასწავლის ღვთის შესახებ და იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას მოელის ის ჩვენგან (1 კორინთელები 6:9—11; გალატელები 5:19—23). მას სურს, რომ ხალხმა იცოდეს, რა წერია ბიბლიაში (1 ტიმოთე 2:3, 4). ამიტომ ქრისტიანმა წინამძღოლებმა სხვებს ის უნდა ასწავლონ, რაც ბიბლიაში წერია (ტიტე 1:7—9).

 ბევრი, ვისაც არ უნდა გაითვალისწინოს, ზნეობასთან დაკავშირებული ბიბლიური ნორმები, იმ რელიგიურ მოძღვრებს მიმართავს, რომლებიც „ყურის მაამებელი მასწავლებლები“ არიან (2 ტიმოთე 4:3). მაგრამ ბიბლიაში ასეთ ადამიანებზე ნათქვამია: „ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს — კარგს!“ (ესაია 5:20). ღმერთი პასუხს მოსთხოვს რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც დამახინჯებულად ასწავლიან ხალხს ღვთიურ ნორმებს სწორთან და არასწორთან დაკავშირებით.

შეუწყნარებლობისკენ გვიბიძგებს ბიბლიური ფასეულობები?

 არა. მათ, ვისაც სურთ, რომ ღმერთს ასიამოვნონ, მიჰყვებიან იესოს მაგალითს და მისი სწავლებების თანახმად ცხოვრობენ. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ კი არ განესაჯათ სხვები, არამედ სიყვარული და პატივისცემა გამოევლინათ ყველას მიმართ (მათე 5:43, 44; 7:1).

 იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, რომ ეცხოვრათ ღვთიური ნორმების თანახმად. თუმცა მათ ისიც უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ყველა არ მოიქცეოდა ასე და ბევრს განსხვავებული შეხედულებები ექნებოდა (მათე 10:14). იესოს თავისი მოწაფეებისთვის არ მიუცია იმის უფლება, რომ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში და პოლიტიკური ძალაუფლების ან სხვა საშუალების გამოყენებით დაეძალებინათ სხვებისთვის ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრება (იოანე 17:14, 16; 18:36).

რით არის სასიკეთო ბიბლიური ნორმების გათვალისწინება?

 სწორთან და არასწორთან დაკავშირებით ღვთიური ნორმების თანახმად ცხოვრებას დღესვე მოაქვს მრავალმხრივი სიკეთე. ამგვარი ცხოვრება მომავალშიც უამრავ კურთხევას მოუტანს ადამიანებს (ფსალმუნი 19:8, 11). ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი მათგანი:

a ბიბლიიდან ჩანს, რომ „იეჰოვა“ არის ღვთის საკუთარი სახელი (ფსალმუნი 83:18).