არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის სინამდვილეში იესო ქრისტე?

ვინ არის სინამდვილეში იესო ქრისტე?

«შევიდა იესო იერუსალიმში და მთელ ქალაქში აურზაური ატყდა, კითხულობდნენ: „ეს ვინ არის?“ ხალხი კი ამბობდა: „ეს არის წინასწარმეტყველი იესო გალილეის ნაზარეთიდან!“» (მათე 21:10, 11).

რატომ გამოიწვია ასეთი აურზაური იესო ქრისტეს * იერუსალიმში გამოჩენამ ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე? ქალაქში ბევრს გაგებული ჰქონდა იესოს სასწაულების შესახებ. მათ შესახებ ისინი სხვებსაც უყვებოდნენ (იოანე 12:17—19). მაგრამ ისინი, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ შორის იდგა კაცი, რომელიც უდიდეს გავლენას მოახდენდა არა მარტო მაშინდელ, არამედ დღევანდელ მსოფლიოზეც!

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რამხელა გავლენა მოახდინა იესომ კაცობრიობაზე:

  • ბევრ ქვეყანაში წელთაღრიცხვას იმ წლიდან იწყებენ, რომელსაც იესოს დაბადების წლად მიიჩნევენ.

  • მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ანუ დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის.

  • ისლამი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ასწავლის, რომ იესო „აბრაამზე, ნოეზე და მოსეზე დიდი წინასწარმეტყველია“.

  • იესოს ბევრი ბრძნული გამონათქვამი სხვადასხვა ფორმით დამკვიდრდა ყოველდღიურ საუბრებში. მაგალითად:

    „მეორე ლოყა მიუშვირე“ (მათე 5:39).

    „ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (მათე 7:7).

    „ორ ბატონს ვერ ემსახურები“ (მათე 6:24).

    „ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს“ (მათე 7:6).

    „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ, თქვენც ისე მოექეცით სხვებს“ (მათე 7:12).

    „გაცემა მეტი ნეტარებაა“ (საქმეები 20:35).

ფაქტია, რომ იესომ დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობის ისტორიაზე. მიუხედავად ამისა, იესოს შესახებ ხალხში მრავალი განსხვავებული წარმოდგენა და შეხედულება არსებობს. შეიძლება თქვენც გაინტერესებთ, „ვინ არის სინამდვილეში იესო ქრისტე?“. მხოლოდ ბიბლიიდან შეიძლება იმის გაგება, თუ საიდან იყო იესო, როგორ ცხოვრობდა და რატომ მოკვდა? ამის ცოდნას შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენზე როგორც ახლა, ისე მომავალში.

^ აბზ. 3 ნაზარეთელი წინასწარმეტყველის სახელი „იესო“, ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. „ქრისტე“ მისი წოდებაა, და ნიშნავს „ცხებულს“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იესო ღვთის მიერ იყო ცხებული ანუ დანიშნული განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად.