არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს

დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს

დღე, რომელიც უნდა გვახსოვდეს

ეს იყო დღე, რომელმაც კაცობრიობას რადიკალურად შეუცვალა კურსი და მარადიული კურთხევებისკენ გაუხსნა გზა. არც მანამდე და არც მის შემდეგ არც ერთ დღეს არ უმოქმედია ამდენად კაცობრიობის მომავალზე. ამ დღეს იესომ ბოლომდე შეასრულა დედამიწაზე თავისი მისია; ძელზე გაკრულმა უკანასკნელად ამოისუნთქა და შესძახა: „შესრულდა!“ (იოანე 19:30, აქ). რა მიზნით მოვიდა ის დედამიწაზე?

„კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, — ნათქვამია ბიბლიაში, — არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). იესომ სიცოცხლე გაიღო იმისათვის, რომ ადამიანები მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისაგან ეხსნა. დიახ, „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი მართლაც რომ უძვირფასესია!

იესოს სიკვდილის დღე სხვა მიზეზის გამოც უნდა გვახსოვდეს. ამ დღეს ღვთის ძემ მოციქულებს მნიშვნელოვანი დარიგებები მისცა, რაც მათ ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. რამდენად გულში ჩამწვდომი უნდა ყოფილიყო მოწაფეებისთვის მისი უკანასკნელი სიტყვები! რა ასწავლა იესომ მათ? ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია მისი სიტყვებიდან? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.