არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ვინ შექმნა?

კალიის მგრძნობიარე ნეირონები

კალიის მგრძნობიარე ნეირონები

გადაფრენის დროს კალიების გუნდი იმდენად დიდია, რომ „ერთ კვადრატულ კილომეტრზე 80 მილიონამდე კალია იყრის თავს“. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთს არ ეჯახებიან. რაშია მათი საიდუმლო?

დაფიქრდით: კალიას რთული აგებულების ორი თვალი აქვს; თითოეული თვალის უკან მას მგრძნობიარე ნეირონი გააჩნია. როდესაც კალიები ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან, ნეირონები ფრთებსა და ფეხებში იმპულსებს აგზავნიან და კალია მყისიერად რეაგირებს. მისი რეაქცია თვალის დახამხამებაზე ხუთჯერ უფრო სწრაფია.

კალიის რთული აგებულების თვალები და ნეირონები მეცნიერებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. მათ შექმნეს კომპიუტერული სისტემა, რომელიც თვითმავალ რობოტს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ყოველგვარი რადარებისა და ინფრაწითელი დეტექტორების გარეშე ამოიცნოს და აიცილოს მოძრავი ობიექტები. სწავლულები ცდილობენ, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მანქანები აღჭურვონ სწრაფი და ზუსტი უსაფრთხოების სისტემით, რაც შეამცირებს შეჯახების რისკს. „ისეთი უბრალო მწერისგანაც კი, როგორიც კალიაა, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია“, — ამბობს პროფესორი შაიგანგ იუე (ლინკოლნის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).

რას ფიქრობთ? ევოლუციის გზით შეიქმნა კალიის მგრძნობიარე ნეირონები, თუ ის ღმერთმა შექმნა?