არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ქვეყნები და ხალხები

სტუმრად ბრაზილიაში

სტუმრად ბრაზილიაში

ეს გემრიელი კერძი, „ფეჟუადე“, ბრაზილიელების ტრადიციული საჭმელია

ტუკანი

ბრაზილიის მკვიდრნი თავდაპირველად მონადირე-შემგროვებლები და მიწათმოქმედები იყვნენ. პორტუგალიელმა მოგზაურებმა ქვეყანაში კათოლიკური რელიგია შემოიტანეს. დროთა განმავლობაში უამრავი ეკლესია და სამლოცველო აიგო. ზოგი მათგანი მოოქროვილი ხის ნატიფი ორნამენტებით არის მოჩუქურთმებული.

XVI საუკუნის შუახანებიდან XIX საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით გემებით დაახლოებით 4 მილიონი მონა აფრიკიდან ბრაზილიაში ყანების დასამუშავებლად ჩაიყვანეს. მათ თან ჩაიტანეს თავიანთი რელიგიური წეს-ჩვეულებები და ასე მიეცა დასაბამი აფრიკულ-ბრაზილიურ რელიგიებს, მაგალითად, მაკუმბასა და კანდომბლეს. აფრიკული გავლენა იგრძნობა ბრაზილიურ მუსიკაში, ცეკვასა და სამზარეულოში.

ტრადიციული კერძი, „ფეჟუადე“, რომელიც პორტუგალიიდან ბრაზილიაში გავრცელდა, მზადდება სხვადასხვა სახის ხორცისა და ლობიოსგან. ამ კერძს, ჩვეულებრივ, ბრინჯსა და კომბოსტოსთან ერთად მიირთმევენ. XIX—XX საუკუნეებში ბრაზილიაში მილიონობით ემიგრანტი ჩავიდა ევროპიდან (ძირითადად გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან), იაპონიიდან და სხვა ტერიტორიებიდან.

 დღეს იქ დაახლოებით 750 000 იეჰოვას მოწმეა და 11 000-ზე მეტი კრება. ისინი 800 000-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებენ. 31 სამშენებლო ბრიგადა ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს ეხმარება შეხვედრებისთვის განკუთვნილი შენობების აგებასა და გარემონტებაში. ყოველწლიურად ისინი 250—300 სამეფო დარბაზს აშენებენ ან არემონტებენ. 2000 წლის მარტიდან მოყოლებული 3 647 სამშენებლო პროექტი დასრულდა.

იცოდით თუ არა?

ამაზონი ყველაზე წყალუხვი მდინარეა მსოფლიოში. მისი სიგრძე დაახლოებით 6 400 კილომეტრია.

მდინარე ამაზონის აუზში ყველაზე დიდი ტროპიკული ტყეებია მსოფლიოში