არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტრიტონის სასწაულმოქმედი თვალი

ტრიტონის სასწაულმოქმედი თვალი

ვინ შექმნა?

ტრიტონის სასწაულმოქმედი თვალი

● სალამანდრების ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ტრიტონს, გააჩნია ქსოვილის, ორგანოების, კიდურებისა და კუდის აღდგენის შესაშური უნარი. მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა ეს აღდგენილი ორგანო ისეთივე ხარისხიანი, როგორიც ორიგინალი? როცა საქმე ტრიტონის თვალს ეხება, მეცნიერები ერთხმად ამბობენ, რომ ის მართლაც ორიგინალის ზუსტი ასლია.

დაფიქრდით: ტრიტონის თვალის ფერადი გარსის ანუ ირისის უჯრედები გარდაიქმნება თვალის ბროლად. ბიოლოგები 16 წელი სწავლობდნენ ამ პროცესს; აკვირდებოდნენ იაპონურ ტრიტონებს. თითოეულ ტრიტონს 18-ჯერ ამოუღეს თვალის ბროლი და, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მათგანს 18-ჯერვე აღუდგა ის.

კვლევების დასასრულს, როცა ტრიტონები უკვე 30 წლისანი იყვნენ (ბუნებაში ისინი 25 წელი ცხოვრობენ), მათ ისევე შეეძლოთ რეგენერაცია, როგორც ახალგაზრდობაში. ოჰაიოს დეიტონის უნივერსიტეტის მონაცემებით, „აღდგენილი თვალი მეორე თვალის იდენტური იყო“. ბიოლოგი პანაგიოტის ტსონი, რომელიც ტრიტონებს იკვლევს, ამ გამოკვლევებთან დაკავშირებით ამბობს: „გაოცებული დავრჩი“. მან რეგენერაციის უნარით წარმოქმნილ ამ ახალ თვალს „სრულყოფილი“ უწოდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტრიტონის რეგენერაციის უნარის უკეთესად შესწავლა მათ დაეხმარება, გაიგონ, როგორ უნდა მოხდეს იგივე პროცესი ადამიანის ორგანიზმში. „ტრიტონი მართლაც შესანიშნავი პასუხია რეგენარიციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე სიბერეს ეხება“, — ამბობს ტსონი.

რას ფიქრობთ? ტრიტონის ეს სასწაულმოქმედი თვალი შემოქმედმა შექმნა თუ თავისით შეიქმნა?

[დიაგრამა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

„აღდგენილი“ თვალი პირვანდელის ზუსტი ასლია

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Top photo: © Vibe Images/Alamy; middle photo: © Juniors Bildarchiv/Alamy