არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოლუსკი, რომელსაც თხრა შეუძლია

მოლუსკი, რომელსაც თხრა შეუძლია

ვინ შექმნა?

მოლუსკი, რომელსაც თხრა შეუძლია

● მის დანახვაზე ვერ იფიქრებთ, რომ დიდი ძალის პატრონია. მაგრამ ის ისეთი სისწრაფით თხრის დატკეპნილ ქვიშას და შიგ ჩადის, რომ მას „წყალქვეშა მთხრელების ფერარი“ შეარქვეს. ამ მოლუსკმა მკვლევარების ყურადღება მიიქცია. „ვიცოდით, რომ ეს ცხოველი რაღაც ეშმაკობას მიმართავდა“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის თანაშემწე ანეტ ჰოსოი. როგორ ახერხებს ეს მოლუსკი დიდი სისწრაფით მიწაში ჩასვლას?

დაფიქრდით: მოლუსკი (Ensis directus) ფეხის რხევითი მოძრაობით ქვიშაში ჩადის და აკეთებს პატარა ღრმულს, რომელიც სწრაფად ივსება წყლითა და ქვიშით. ამის შემდეგ ის ტანს ზევით-ქვევით ამოძრავებს და ამავდროულად ნიჟარას აღებს და ხურავს. შედეგად წარმოიქმნება წყალნარევი მასა, რაც მოლუსკს სიღრმეში ჩასვლას უადვილებს. ამ პაწაწინა არსებას შეუძლია დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩასვლა წამში 1 სანტიმეტრი სიჩქარით. მიწაში ღრმად ჩასული მოლუსკის ამოყვანა საკმაოდ რთულია. ფაქტობრივად, მოლუსკს მიწაში ჩასასვლელად და მოსაჭიდებლად ათჯერ უფრო ნაკლები ძალა სჭირდება, ვიდრე ადამიანის ხელით შექმნილ საუკეთესო აპარატს.

ეს მოლუსკი ინჟინრებისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა იმ ხელსაწყოს შესაქმნელად, რომელსაც პირველი „მარჯვე“ ღუზა უწოდეს. „ის ნამდვილი მოლუსკივით იღება, იხურება და ზევით-ქვევით მოძრაობს“, — ამბობს ჰოსოი. ასეთი მძლავრი და ეკონომიური ხელსაწყო საკმაოდ გამოსადეგი იქნება წყალქვეშა საკვლევი ხომალდების, ზღვაში მდგარი ჭაბურღილებისა და ისეთი სათხრელი აპარატებისთვის, რომლებსაც მაღაროების ასაფეთქებლად იყენებენ.

რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ეს მოლუსკი, თუ ღმერთმა შექმნა?

[სურათები 23 გვერდზე]

ეს „მარჯვე“ ღუზის პროტოტიპი მოლუსკის მსგავსად ჩადის მიწაში

[საავტორო უფლებები]

Razor clams: © Philippe Clement/naturepl.com; “smart” anchor: Courtesy of Donna Coveney, Massachusetts Institute of Technology