არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბუნების საოცარ მფრინავთა ფრთები

ბუნების საოცარ მფრინავთა ფრთები

ვინ შექმნა?

ბუნების საოცარ მფრინავთა ფრთები

▪ როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო კარგად მანევრირებს ჰაერში — ღამურა, მწერი, ჩიტი თუ თვითმფრინავი? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ თვითმფრინავი ვერც კი შეედრება ბუნების ამ პატარა სასწაულებს, რომლებიც „გასაოცრად ახერხებენ ქარში, წვიმასა თუ თოვლში ფრენას“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი აეროკოსმოსური ტექნიკის დარგში ვეი ში. * როგორ ახერხებენ ისინი ამას? მოქნილი ფრთებით, რომლებიც მფრინავთა აღტაცებას იწვევს მას შემდეგ, რაც ადამიანმა ცის დაპყრობა მოინდომა.

დაფიქრდით: ფრენის დროს ზოგიერთი ფრინველისა და მწერის ფრთის ფორმა გამუდმებით იცვლება გარე ფაქტორებთან შესაგუებლად. სწორედ ამის წყალობით შეუძლიათ მათ ლივლივი და სწრაფი მანევრირება. ჟურნალ „საიენს ნიუსში“ ღამურების შესახებ ეწერა: „ნელი ფრენის დროს (დაახლოებით 1,5 მეტრი წამში) ღამურები ფრთებს თითქოს ზევით ატრიალებენ და უკან სწრაფი დაქნევით მაღლა მიიწევენ. მეცნიერების აზრით, სწორედ ამ ტექნიკის წყალობით . . . ახერხებენ ისინი აფრენას და ჰაერში გადაადგილებას“.

ფაქტია, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან ბუნების ამ საოცარ მფრინავებზე. ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი მექანიკისა და აეროკოსმოსური ტექნიკის დარგში, პიტერ იფიუ ასეთ კითხვას სვამს: „როგორ ახერხებენ ისინი ჰაერთან ურთიერთქმედებით ასე მოხერხებულად აფრენას?“. შემდეგ დასძენს: „ჩვენ ბოლომდე არ გვესმის ფრენის მთელი მექანიზმი. ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რას აკეთებენ ისინი [ფრინველები და მწერები], მაგრამ ვერ ვხვდებით, როგორ ხორციელდება ეს ჰაერთან ურთიერთქმედებით“.

რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ბუნების საოცარ მფრინავთა უნივერსალური ფრთები? თუ ისინი ვინმემ შექმნა?

[სქოლიო]

^ აბზ. 3 მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ფრთოსანს შეუძლია წვიმაში ფრენა, უმეტესობა ამ დროს თავშესაფარს ეძებს.

[სურათი 24 გვერდზე]

ფართონისკარტა კოლიბრი

[საავტორო უფლება]

Laurie Excell/Fogstock/age fotostock

[სურათი 24 გვერდზე]

მღამიობი (Myotis myotis)

[საავტორო უფლება]

© Delpho, M/age fotostock