არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვენტილაცია ტერმიტების ბუდეში

ვენტილაცია ტერმიტების ბუდეში

ვინ შექმნა?

ვენტილაცია ტერმიტების ბუდეში

▪ ტერმიტების ბუდეს საინჟინრო ხელოვნების საოცრებას უწოდებენ, და ის იმსახურებს კიდეც ასეთ შეფასებას. მიწისა და ნერწყვისგან აგებული ეს შთამბეჭდავი „კოშკები“ სიმაღლეში შეიძლება 6 მეტრს აღწევდეს. 45 სანტიმეტრი სიგანის კედლებს მზე ისე წვავს, რომ ისინი ბეტონივით მაგარი ხდება. ზოგი ბუდე ამ პატარა მწერებმა პირდაპირი გაგებით ერთ ღამეში ააგეს.

„კოშკის“ ცენტრში ბინადრობს „დედოფალი“, რომელმაც შეიძლება დღეში ათასობით კვერცხი დადოს. უფრთო და ბრმა მუშა ტერმიტებს კვერცხები მათთვის სპეციალურად აგებულ საკნებში გადააქვთ. როგორც კი მატლები გამოიჩეკებიან, ისინი მათზე ზრუნვას იწყებენ. ალბათ ყველაზე დიდი საოცრება, რომელსაც ტერმიტების ბუდეში ვხვდებით, მისი სავენტილაციო სისტემაა.

დაფიქრდით: ბუდის შიგნით განლაგებულ საკნებსა და გალერეებში მუდმივად ერთი და იგივე ტემპერატურა ნარჩუნდება იმის მიუხედავად, თუ რა ტემპერატურაა გარეთ. მაგალითად, ზიმბაბვეში ჰაერის ტემპერატურა შეიძლება ღამით 2 გრადუსი იყოს, ხოლო დღისით — 38; მაგრამ ბუდეში ტემპერატურა ყოველთვის 31 გრადუსია. რის წყალობით ნარჩუნდება მუდმივად ერთი ტემპერატურა?

ბუდის ძირში განთავსებული სავენტილაციო ხვრელებიდან ბუდეში სუფთა ჰაერი შედის, ხოლო მასში არსებული ცხელი ჰაერი ბუდის ზედა ნაწილიდან გარეთ განიდევნება. გრილი ჰაერი ბუდეში მიწისქვეშა საკნიდან აღწევს და შემდეგ დერეფნებსა და საკნებში იწყებს ცირკულირებას. ტერმიტები ხსნიან და ხურავენ ხვრელებს, რომ შიგნით სასურველი ტემპერატურა შეინარჩუნონ. ტერმიტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუდეში ერთი და იგივე ტემპერატურა იყოს, რადგან ეს ხელს უწყობს სოკოს ზრდას, რომელიც მათი ერთადერთი საკვებია.

ტერმიტების ბუდის სტრუქტურამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არქიტექტორებზე, რომ მათ გადაწყვიტეს, მსგავსი ტექნოლოგიით აეშენებინათ ერთ-ერთი საოფისე შენობა ზიმბაბვეში. მსგავსი ზომის სხვა შენობებისგან განსხვავებით ამ შენობაში სავენტილაციო სისტემისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ 10 პროცენტი იხარჯება.

რას ფიქრობთ? შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ ის, რომ ტერმიტებს აქვთ უნარი, არეგულირონ ტემპერატურა ბუდეში, თუ ეს უნარი მათ შემოქმედმა მისცა?

[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]

Top: Stockbyte/Getty Images; bottom: Scott Bauer/Agricultural Research Service, USDA