არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

5. შესრულებული წინასწარმეტყველება

5. შესრულებული წინასწარმეტყველება

რის საფუძველზე უნდა ვენდოთ ბიბლიას

5. შესრულებული წინასწარმეტყველება

დავუშვათ, რომელიმე სინოპტიკოსის პროგნოზი ყოველთვის მართლდება. მან რომ თქვას, წვიმაა მოსალოდნელიო, ქოლგას არ წაიღებთ?

ბიბლიაში მრავლად გვხვდება წინასწარმეტყველებები *, რომლებიც ყოველთვის სრულდება, რასაც ისტორია ადასტურებს.

განსაკუთრებული თავისებურებები. ხშირად ბიბლიური წინასწარმეტყველებები კონკრეტულია და წვრილმანებშიც კი სრულდება. ბიბლია, ძირითადად, მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ წინასწარმეტყველებს და, ამავე დროს, სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ხალხი მოელის.

წინასწარმეტყველებების შესრულების ჩინებული მაგალითი. ევფრატის სანაპიროზე გაშენებული ძველი ბაბილონი, რომელსაც სტრატეგიული თვალსაზრისით ხელსაყრელი მდებარეობა ეკავა, „ძველი აღმოსავლეთის პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცენტრად“ ითვლებოდა. დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს ესაიამ ავის მომასწავებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა, რომ ბაბილონი დაეცემოდა. ესაიამ დამპყრობლის კონკრეტული სახელი მოიხსენია, კერძოდ „კიროსი“, აგრეთვე ის, რომ ევფრატი ‘ამოშრებოდა’ და ქალაქის კარიბჭეები ‘არ დაიხურებოდა’ (ესაია 44:27—45:3). თითქმის 200 წლის შემდეგ ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბერს ამ წინასწარმეტყველების ყოველი სიტყვა შესრულდა. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ (ძვ. წ. V საუკუნე) დაადასტურა, რომ ბაბილონი სწორედ ისე დაეცა, როგორც ნაწინასწარმეტყველები * იყო.

გაბედული განაცხადი. ესაიამ კიდევ ერთი გამაოგნებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა ბაბილონის შესახებ: „არასოდეს დასახლდება“ (ესაია 13:19, 20). წინასწარმეტყველება ასეთი დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის სამუდამო განადგურების შესახებ მართლაც გაბედულებას მოითხოვდა. ასეთ ქალაქებს, როგორც წესი, განადგურების შემთხვევაში ხელახლა აშენებენ. მართალია, დაპყრობის შემდეგ ბაბილონს გარკვეული ხნის მანძილზე არსებობა არ შეუწყვეტია, მაგრამ საბოლოოდ მაინც შესრულდა ესაიას სიტყვები. დღეს ის ადგილი, სადაც ძველი ბაბილონი მდებარეობდა, „გახრიოკებული და გაუდაბურებულია“, — ნათქვამია ჟურნალში „სმითსონიენი“.

ესაიას წინასწარმეტყველებაზე დაფიქრება მართლაც იწვევს ჩვენს გაოცებას. ესაიამ ისეთი რამ იწინასწარმეტყველა, დღეს რომ ვინმემ იწინასწარმეტყველოს, 200 წლის შემდეგ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი ან ლონდონი, განადგურდება და აღარასდროს დასახლდებაო. მაგრამ გასაოცარი სწორედ ის არის, რომ ესაიას წინასწარმეტყველება რეალობად იქცა! *

ამ სტატიათა სერიაში ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე მტკიცებაზე, რამაც მილიონობით ადამიანი დაარწმუნა იმაში, რომ ბიბლია სანდო წიგნია. სწორედ ამიტომ იქცა ბიბლია მათთვის მთავარ სახელმძღვანელოდ. თქვენც გამოიკვლიეთ ბიბლია და თავად დარწმუნდით, რამდენად სანდოა ეს წიგნი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ამინდის პროგნოზირება აბსოლუტური სიზუსტით შეუძლებელია. ბიბლიური წინასწარმეტყველებები კი ღვთის შთაგონებითაა წარმოთქმული, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილისამებრ წარმართოს მოვლენები.

^ აბზ. 6 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გვერდები 27—29.

^ აბზ. 8 ბიბლიურ წინასწარმეტყველებათა შესრულების დამადასტურებელი ფაქტები იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ (რუს.), გვერდები 117—133.

[სურათი 9 გვერდზე]

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ძლევამოსილ ბაბილონს დაიპყრობდა მეფე, სახელად კიროსი, რაც ზუსტად შესრულდა