არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ბიბლიური საკითხების ღრმად გამოკვლევა სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

ბიბლიური საკითხების ღრმად გამოკვლევა სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

დანიელის 9:1–19 დაგანახვებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის სიღრმისეული გამოკვლევა.

დაუკვირდით კონტექსტს. რა მოვლენები განვითარდა არცთუ ისე დიდი ხნით ადრე და როგორ შეცვალა ამან დანიელის ცხოვრება? (დან. 5:29–6:5). რას იგრძნობდით, დანიელის ადგილას რომ ყოფილიყავით?

დასვით კითხვები. სავარაუდოდ, რომელ წიგნებზე მიუწვდებოდა ხელი დანიელს? (დან. 9:2; w11 1/1 22 ¶2). რატომ აღიარა დანიელმა როგორც საკუთარი, ისე ისრაელი ერის ცოდვები? (ლევ. 26:39–42; 1 მეფ. 8:46–50; dp 182–184). როგორ გამოჩნდა დანიელის ლოცვიდან, რომ ის ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევარი იყო? (დან. 9:11–13).

დაფიქრდით პრაქტიკულ ღირებულებაზე:

  • რა დამეხმარება, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო სულიერი სიფხიზლე არ დავკარგო? (მიქ. 7:7).

  • რატომ იქნება კარგი, თუ დანიელივით ღვთის სიტყვას გულმოდგინედ გამოვიკვლევ? (w04 8/1 12 ¶17).

  • რა საკითხების გამოკვლევა დამეხმარება სიფხიზლის შენარჩუნებაში? (მათ. 24:42, 44; w12 8/15 5 ¶7, 8).