არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დავიცავ გულს

დავიცავ გულს

ჩამოტვირთეთ:

  1. 1. ველტვი იმას, რაც სწორია,

    გონებაში კი ომია.

    ნეტავ გულს თუ გიხარებ

    და იმედს თუ გიმართლებ?!

    თვალებს გავახელ თუ არა,

    მაშინვე ვედრებით მოგმართავ და

    მშფოთვარე ფიქრებს ვდევნი.

    შენ მამა ხარ, ჩემი მხსნელი.

    (მისამღერი)

    იეჰოვა, შენ უშველე ჩემს სულს,

    გონებას, გულს შენს მოყვარულს.

    მომეხმარე, კარგზე ვიფიქრო,

    არ დავნებდე და მშვიდობა ვპოვო.

  2. 2. როგორ მსურს შენი ნების ქმნა,

    მაგრამ ფიქრებმა დამღალა.

    მთრგუნავს ქვეყნიერება,

    ვესწრაფვი შენს კურთხევას.

    ჰოდა, ვდგები და მივდივარ,

    მომავლის იმედს ვუზიარებ ხალხს.

    დარდს მე არ მივეცემი

    იეჰოვა, მამა, მშველი.

    (მისამღერი)

    ძალას მოვიკრებ, დავიცავ გულს,

    გონებას, სულს შენს მოყვარულს.

    გპირდები, რომ კარგზე ვიფიქრებ,

    არ დავნებდები, მშვიდობას ვპოვებ,

    შენს მშვიდობას.

    (ხიდი)

    ცუდ ფიქრებს არ დავუხრი თავს,

    განვდევნი ეჭვს, შიშსა და დარდს.

    შენთან ვპოვებ მე თავშესაფარს,

    იეჰოვა, შენ მიჩვენებ სავალ გზას,

    შენ მიჩვენებ სავალ გზას.

    (მისამღერი)

    ძალას მოვიკრებ, დავიცავ გულს,

    გონებას, სულს შენს მოყვარულს.

    გპირდები, რომ კარგზე ვიფიქრებ,

    არ დავნებდები, მშვიდობას ვპოვებ.