არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 70

ეძებეთ ღირსეულები

ეძებეთ ღირსეულები

(მათე 10:11–15)

  1. 1. ჩვენ უფალმა გვასწავლა მსახურება,

    გზა გაკვალა ქადაგებით,

    და გვითხრა, რომ მოვძებნოთ ღირსეულნი,

    სულიერს მოწყურებულები.

    მიესალმეთ და უსურვეთ მშვიდობა,

    რომ ეს მშვიდობა მათ მიეცეთ,

    მაგრამ თუ არ სურთ ღვთის ცნობის მოსმენა,

    წამოდით, მტვერი დაიბერტყეთ.

  2. 2. ვინც თბილად გხვდებათ და გიღებთ გულის კარს,

    ის ქრისტესაც იღებს გულით;

    სიცოცხლის მიმართ სწორი განწყობა მათ

    აღძრავთ, იმსახურონ თქვენ გვერდით.

    ნუ შეგაწუხებთ ფიქრი, რა უნდა თქვათ,

    იეჰოვა დაგეხმარებათ.

    თქვენი საუბარი თავმდაბლებისთვის

    მუდამ მიმზიდველი იქნება.

(იხილეთ აგრეთვე საქ. 13:48; 16:14; კოლ. 4:6)